გიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია და მის რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული (32 გოლი და 20 საგოლე პასი). „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა.
შემდეგ კოხრეიძემ კარიერის გაგრძელება საფრანგთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ სცადა, მაგრამ ტრავმების გამო ისე ვერ აეწყო საქმე როგორც სურდა, ფაქტობრივად, ორი წელი გაუცდა, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. საბოლოოდ კი გიორგიმ მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა და თბილისურ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
