„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 32-ე ტურის მთავარი მატჩი თბილისში, „დავით პეტრიაშვილზე“ გაიმართა. ლიდერმა „იბერიამ“ „დილას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თბილისელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ გორელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი კი იური ტაბატაძემ გაიტანა 75-ე წუთზე პენალტით. ეს „იბერიას“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში.
საინტერესო იყო „ტორპრდო“ – „ბათუმის“ შეხვედრაც, რომელიც ქუთაისელებმა სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს – 1:0.
ამისდაკვალად, „იბერია“ კვლავ სამი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „ტორპედოს.“
„თელავმა“ კი უშუალო კონკურენტ „კოლხეთთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 3:0. გოლები ანტონ თოლორდავამ (მე-10 წთ. პენალტით), დეიან გეორგიევიჩმა (24) და ტატო ჟივიძემ (90+6) გაიტანეს. 73-ე წუთზე ფოთელთა ბრაზილიელმა გაბრიელ ფერეირამ პენალტი გააცუდა.

ახლა „თელავს“ 30 ქულა მოუგროვდა, მართალია ისევ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, თუმცა უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „კოლხეთს“და 2-ით „გაგრას.“
„გაგრა“ წყალტუბოში „სამგურალს“ ეწვია და 2:4 დამარცხდა. მასპინძელთაგან ოთხივე გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა. და ტურის გმირიც გახდა. ეს მეორე პოკერია მიმდინარე სეზონში. პირველი იბერიელმა გიორგი კოხრეიძემ შეასრულა 22 სექტემბერს, 25-ე ტურში „კოლხეთის“ წინააღმდეგ (6:2).
სხვათა შორის, ეს იტალიელი სპეციალისტის, რუდოლფო ვანოლის პირველი გამარჯვება გახლდათ „სამგურალის“ მწვრთნელის პოსტზე.
გაგრელებმა კაცნაკლულებმა დაასრულეს შეხვედრა. მსაჯმა ალეკო აფციაურმა სტუმართა ბრაზილიელი აუგუსტო პორფირიო 76-ე წუთზე გააძევა.
„დინამო“ „სამტრედიას“ დაუზავდა (1:1). თბილისელთაგან ბურთი „ნიუკასლის“ მომავალმა ფეხბურთელმა, ვახტანგ სალიამ გაიტანა. ეს 17 წლის ფორვარდის მე-6 გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. მინდვრიდან დაითხოვეს დინამოელი საბა ხარებაშვილიც, ოღონდ ეს ბოლო წუთებზე მოხდა.
იბერია 3:2 დილა
1:0 გიორგი კოხრეიძე (44 პენ), 1:1 გაფრინდაშვილი (54), 2:1 ოთარ მამაგეიშვილი (62), 2:2 ბუღრიძე (70), 3:2 ტაბატაძე (75 პენ)
ტორპედო 1:0 ბათუმი
1:0 ნინკოვიჩი (78)
სამტრედია 1:1 დინამო
0:1 სალია (22), 1:1 ოვუსუ (35)
გაძევება: საბა ხარებაშვილი – დინამო
თელავი 3:0 კოლხეთი
1:0 თოლორდავა (9 პენ), 2:0 გეორგიევიჩი (23), 3:0 ჟივიძე (90+5)
73-ე წუთზე ფერეირამ (კოლხეთი) ვერ გაიტანა პენალტი
სამგურალი 4:2 გაგრა
0:1 გიორგი ხარებაშვილი (14), 0:2 ლომთაძე (18), 1:2, 2:2, 3:2, 4:2 კუტალია (34, 60, 67 პენ, 78)
გაძევება: პორფირიო (76) – გაგრა
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| იბერია 1999 | 36 | 23 | 6 | 7 | 74:46 | 75 |
| ტორპედო | 36 | 21 | 7 | 8 | 58:40 | 70 |
| დილა | 36 | 19 | 11 | 6 | 58:30 | 68 |
| ბათუმი | 36 | 15 | 10 | 11 | 42:41 | 55 |
| სამგურალი | 36 | 11 | 11 | 14 | 51:49 | 44 |
| კოლხეთი | 36 | 9 | 14 | 13 | 48:58 | 41 |
| დინამო | 36 | 9 | 12 | 15 | 33:44 | 39 |
| გაგრა | 36 | 11 | 5 | 20 | 36:53 | 38 |
| თელავი | 36 | 8 | 10 | 18 | 32:43 | 34 |
| სამტრედია | 36 | 5 | 12 | 19 | 33:61 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 15, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13, ლუკა ხორხელი (სამგურალი) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
