ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ?
„ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ – ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0) უთხრა.
ხორვატი ფეხბურთელი „ლევერკუზენში“ იჯარით თამაშობს, მისი კონტრაქტი კი, 2026 წლამდე, „ბაიერნს“ ეკუთვნის. „ფარმაცევტებს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. სტანისიჩის აგენტმა, დიტერ ჰიონესმა დაადასტურა, რომ მარჯვენა მცველი „რეკორდმაისტერს“ დაუბრუნდება:
„დიახ, ის დაბრუნდება. მას კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, რომელშიც გამოსყიდვის პუნქტი მითითებული არ არის, ასე რომ ზაფხულში მიუნხენისკენ.“
რა თქმა უნდა, იოზიფისთვის იდეალური სცენარი ალონსოს „ბაიერნში“ გადასვლა და მისი ხელმძღვანელობით თამაში იყო. მცირე სირთულეების შემდეგ, მან ესპანელის ნდობა მოიპოვა და გუნდისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. ბოლო 12 თამაშიდან 10 რომ ძირითადში დაიწყო ეს სწორედ ამაზე მიგვითითებს.
მას „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელის ნდობის მოპოვება მოუწევს. ტუხელმა მას ნათლად განუმარტა, რომ, მიუხედავად მცველების ნაკლებობისა, მისი ხელმძღვანელობისას სათამაშო დრო არ ექნებოდა. ტუხელი მიდის, თუმცა ახალ მწვრთნელს რა დამოკიდებულება ექნება არავინ იცის.
„ბედნიერი ვარ, რომ „ბაიერნში“ ვბრუნდები და ჩემპიონობა იქაც შემეძლება. დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ღიმილის მომგვრელია, თუმცა ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია,“ – თქვა სტანისიჩმა.
თებერვალში, როდესაც „ლევერკუზენმა“ „ბაიერნი“ (3-0) დაამარცხა და ჩემპიონობა დაიჯერა, ერთი გოლი სწორედ ხორვატმა გაიტანა. „კიკერმა“ის მატჩის საუკეთესოდ დაასახელა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
