
მეოთხე წრის პირველი (ჯამში – 28) ტური უხვგოლიანი გამოდგა. 21 ბურთი გავიდა და ერთით ჩამორჩა სარეკორდო 22-ს რომელიც ფეხბურთელებმა მე-14 და 24-ე სათამაშო დღეებში გაიტანეს.
სეზონის მე-400 გოლის ავტორი დანიელი ალექსანდერ იაკობსენი გახდა, რომელმაც „შუქურას“ პენალტით გაუტანა 69-ე წუთზე.
ამავე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა. ეს გიორგის პირველი სამგოლაა ეროვნულ ჩემპიონატში. „ბათუმმა“ კი 6:0 სძლია მეზობელ ქობულეთელებს, თუმცა შეხვედრა ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართა.
ტურის გვიან მატჩში „დინამომ“ შინ 3:1 დაამარცხა „დილა“ და ისევ 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბათუმს.“
თელავში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები შეხვდნენ. კახელები ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ წაეგოთ, სამტრედიელებს კი 7-მატჩიანი დაუმარცხებელი და ზედიზედ ოთხმოგებიანი სერია ჰქონდათ. თამაში ფრედ დასრულდა (1:1) და კონკურენტებს შორის სხვაობა ისევ 5 ქულაა. თუმცა სტუმარ მათე აბულაძეს 56-ე წუთზე პენალტი რომ გაეტანა, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
„საბურთალოს“ კრიზისი გრძელდება. კლუბიდან ომარ თეთრაძის წასვლის შემდეგ, ამჯერად მათ უჩა სოსიაშვილმა უხელმძღვანელა, მაგრამ შედეგი კვლავ სავალალო გამოდგა – 0:5 „ტორპედოსთან.“ საბურთალოელებმა ზედიზედ 4 თამაში წააგეს, რომლებშიც გოლი არ გაუტანიათ.
ტორპედოელთაგან კი გიორგი არაბიძემ დუბლი მიითვალა, ეს გიორგის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.
შუქურა 0:6 ბათუმი
0:1 ზარია (14 პენ), 0:2 წიტაიშვილი (22 პენ), 0:3 ღუდუშაური (31), 0:4, 0:5 წიტაიშვილი (34, 41), 0:6 იაკობსენი (69 პენ)
სამგურალი 2:2 გაგრა
0:1 ლომთაძე (28 პენ), 1:1 ბალანიუკი (47 პენ), 2:1 კაგაიამა (52), 2:2 შონგა (90+5)
36-ე წუთზე კაგაიამამ ვერ გაიტანა პენალტი
თელავი – სამტრედია
1:0 რუხაძე (43), 1:1 მიშოვი (61 პენ)
56-ე წუთზე აბულაძემ (სამტრედია) ვერ გაიტანა პენალტი
ტორპედო 5:0 საბურთალო
1:0 შერგელაშვილი (25), 2:0 არაბიძე (29), 3:0 ბუღრიძე (43), 4:0 არაბიძე (59 პენ), 5:0 ნინკოვიჩი (90+2)
გაძევება: ჯგერენაია (37) – საბურთალო
დინამო 3:1 დილა
1:0 ხარაიშვილი (11), 2:0 მეწვაბიშვილი (18), 3:0 კამარა (24), 3:1 გაგნიძე (72)
[table id=42 /]
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 15, ულად-ომარ იმრანი (დინამო/ ჰაპოელი ბეერ შევა ისრაელი) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 11, ტიერი გეილი (დილა/ რაპიდი ავსტრია), უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი (ორივე – დინამო), პაატა ღუდუშაური (ბათუმი) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
