ჭდე: ომარ თეთრაძე

Home ომარ თეთრაძე
400 და ჰეთ-თრიქი
ჩანაწერი

400 და ჰეთ-თრიქი

მეოთხე წრის პირველი (ჯამში – 28) ტური უხვგოლიანი გამოდგა. 21 ბურთი გავიდა და ერთით ჩამორჩა სარეკორდო 22-ს რომელიც ფეხბურთელებმა მე-14 და 24-ე სათამაშო დღეებში გაიტანეს. სეზონის მე-400 გოლის ავტორი დანიელი ალექსანდერ იაკობსენი გახდა, რომელმაც „შუქურას“ პენალტით გაუტანა 69-ე წუთზე. ამავე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა. ეს გიორგის პირველი სამგოლაა ეროვნულ ჩემპიონატში. „ბათუმმა“ კი 6:0 სძლია...

აუტსაიდერების წრე
ჩანაწერი

აუტსაიდერების წრე

ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო
ჩანაწერი

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო

„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება… „საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის ...

ორთავჯანი წყალტუბოში
ჩანაწერი

ორთავჯანი წყალტუბოში

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...

დინამო პირველზე გადადიოდა…
ჩანაწერი

დინამო პირველზე გადადიოდა…

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს. „დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“...

უკვე +4
ჩანაწერი

უკვე +4

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც. „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება....

პირველი იაპონური
ჩანაწერი

პირველი იაპონური

ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და „ბათუმი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია ლიგაში, რომელიც ჯერ  არ დამარცხებულა. ამჯერად ზღვისპირელები „ტორპედოს“ სამტრედიაში უგოლოდ დაუზავდნენ. თბილისის „დინამო“ გორში სეზონში პირველად დამარცხდა თანაქალაქელ „საბურთალოსთან“  – 1:3. დინამოელები ზორან მარუშიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა საბურთალოელებმა იყოჩაღეს და სამი ბურთი (იური ტაბატაძე, გიზო მამაგეიშვილი, შეიკნე სილა)...

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული
ჩანაწერი

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული

სიახლეებით იწყება ახალი წელი „საბურთალოში“. გუნდის მწვრთნელად ცოტა ხნის წინათ ომარ თეთრაძე დაინიშნა, ახალ კი კლუბმა ახალი სპორტული დირექტორიც წარადგინა – ამ პოსტზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან სილაგაძე იმუშავებს. გარდა ამისა დედაქალაქურმა კლუბმა სამი ტრანსფერიც გააკეთა – „თელავიდან“ დაიმატა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, მარტვილის „მერანიდან“ მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა, ხოლო შვედეთიდან შემტევი ზაზა ციცქიშვილი...