„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება…
„საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდი თამამად ჩაერთო საჩემპიონო ბრძოლაში.
ტურში ორი შვიდგოლიანი შეხვედრა გაიმართა („შუქურა“ – „გაგრა“ (3:4) და „დილა“ – „თელავი“ (6:1), შესრულდა სამი დუბლი (დავით მუჯირი, ნიკა გაგნიძე, მიკოლა კოვტალიუკი) და ერთი ჰეთ-თრიქი (ზურაბ მუსელიანი), რაც სეზონის რეკორდია.
მე-18 ტურით მეორე წრე დასრულდა. ახლა კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდება, რომლის დროსაც ჩვენი გუნდები ევროთასებზე ითამაშებენ.
მორიგი, მე-19 ტური კი 5 აგვისტოს გაიმართება.
შუქურა 3:4 გაგრა
0:1 კაკაშვილი (14), 1:1 ჯანელიძე (34), 2:1, 3:1 მუჯირი (35, 38), 3:2, 3:3, 3:4 მუსელიანი (52, 55, 84 პენ )
სამტრედია 0:2 სამგურალი
0:1 ლომინაძე (48), 0:2 ჩიხრაძე (90+4)
43-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ (სამტრედია) ვერ გაიტანა პენალტი
საბურთალო 2:1 დინამო (რუსთავში)
1:0 ტაბატაძე (72 პენ), 2:0 ნონიკაშვილი (88 პენ), 2:1 მაისურაძე (90+2)
დილა 6:1 თელავი
1:0 გაგნიძე (6), 2:0 გეილი (11), 3:0 კოვტალიუკი (28), 4:0 გომისი (31), 4:1 აშორტია (45+2), 5:1 კოვტალიუკი (75), 6:1 გაგნიძე (77),
ბათუმი 1:1 ტორპედო
1:0 მამუჩაშვილი (85 პენ), 1:1 შერგელაშვილი (90+7)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
| დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
| ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
| დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
| სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
| საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
| გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
| თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
| სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
| შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 12, ტიერი გეილი (დილა) – 10, ულად-ომარ იმრანი (დინამო), გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი) – 9
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
