ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკი მატისენმაც დაასხელა 23-კაციანი შემადგენლობა.
ბელგიის ნაკრები პირველ შეხვედრას 21 ივნისს, „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებთან გამართავს. 24 ივნისს „დინამო არენაზე“ – საქართველოს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს, ისევ „მიხეილ მესხზე“ – პორტუგალიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ბელგია კვლავ საქართველოში ითამაშებს.
მეკარეები: მაქსიმე დელანგე („კიერსე“), სენე ლამენსი („ბრიუგე“), მაარტენ ვენდევოორტი („გენკი“).
მცველები: ამეენ ალ-დახილი („ბარნლი“), ზენო დებასტი („ანდერლეხტი“), მაქსიმ დე კუიპერი („ვესტერლო“), კონი დე ვინტერი („ემპოლი“), ლუის პატრისი („ლუვენი“), ივუდ პლეტინქსი („ლუვენი“), უგო სიკე („სერკლი“), იგნასე ვან დერ ბრემპტი („ზალცბურგი“).
ნახევარმცველები: ოლივიე დემანი („სერკლი“), მანდელა კეიტა („ანტვერპენი“), რომეო ლავია („საუთჰემპტონი“), ელიოტ მატაზო („მონაკო“), ნიკოლას რასკინი („რეინჯერსი“), არტურ ვერმეერენი („ანტვერპენი“), ასტერ ვრანცკი („მილანი“).
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო („პსვ“), მიშელ-ანგე ბალიკვიშა („ანტვერპენი“), შარლე დე კეტელარე („მილანი“), ლარგი რამაზანი („ალმერია“), იორბე ვერტესენი („როიალ უნიონი“).
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
