ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკი მატისენმაც დაასხელა 23-კაციანი შემადგენლობა. ბელგიის ნაკრები პირველ შეხვედრას 21 ივნისს, „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებთან გამართავს. 24 ივნისს „დინამო არენაზე“ – საქართველოს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს, ისევ „მიხეილ მესხზე“ – პორტუგალიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ბელგია კვლავ საქართველოში ითამაშებს. მეკარეები: მაქსიმე დელანგე („კიერსე“), სენე ლამენსი („ბრიუგე“), მაარტენ ვენდევოორტი („გენკი“). მცველები:...
ჭდე: ბელგია
ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ
„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული...
აზარმა ფურცელი გადაშალა…
ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის თავდამსხმელი ედენ აზარი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა. „დღეს გადავშალე ახალი ფურცელი ჩემს კარიერაში, მივიღე ბელგიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობა ყველას სიყვარულისა და თანადგომისთვის. მადლობა იმ შესანიშნავი პერიოდისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ 2008 წლიდან. ბელგიის ნაკრების ახალი თაობა მზად არის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს. თქვენს გარეშე ძალიან მოვიწყენ“, – დაწერა აზარმა...
პარალელური შანსები
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ… E ჯგუფი იაპონია – ესპანეთი (23:00) კოსტა რიკა – გერმანია (23:00) – ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს,...
ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
ევროპის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნებაზე აშკარად არ იყო და საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: „გაისად, ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატი გველის. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატებია ივნისამდე, რასაც ერთა ლიგის ოთხი შეხვედრა მოჰყვება. ეს არანორმალური გრაფიკია, რომლის შემდეგაც ორკვირიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტრავმიანობა მოიმატებს. ფიფა და უეფა სწორედ...
ბელგია, იტალია, გერმანია
ბელგიის ნაკრებმა ევროპირველობის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 მოუგო. შედეგად, მარტინესის ბიჭებს 14-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდათ. აქ ითვლება საკვალიფიკაციოს პლუს ფინალური ეტაპები. ბელგიელებმა ამ შედეგით ორი გუნდის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მიღწევა გაიმეორეს და თუ მეოთხედფილნალში იტალიას დაამარცხებენ, ერთპიროვნული რეკორდსმენები გახდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ბოლო 27 მატჩში 23 მოგება აქვს. ამასთან ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს გოლი,...
საქართველომ მეტოქეები გაარკვია
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები ოთხ ქალაქშია გადანაწილებული, რომელთაგან ერთერთს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს რუსეთი და თურქეთი რომ ესტუმრებოდნენ, თავიდანვე ცნობილი იყო. თურქეთი, საქართველომ პარტნიორ ქვეყანად აირჩია, რომლის უფლებაც ყველა მასპინძელ ქალაქს ენიჭება. იმავე უფლების გამოყენების შემდეგ და კალათების გადანაწილებით, მეორე კალათიდან რუსეთი გვერგო....
ბენელიგა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის პროფესიული ლიგის გადაწყვეტილებით, ბელგიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატების გაერთიანება მოხდება. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობდა და შეთანხმება ახლა შედგა. ჟიუპერლიგისა და ერედივიზიონის შერწყმის შედეგად შეიქმნება ახალი ლიგა – ბენელიგა (BeNeliga). ახალი ტურნირის დეტალებსა და ფორმატის შესახებ, ჯერჯერობით. არაფერი იწერება.
ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა
იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან. გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა. „მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“....
ორი ნაბიჯით წინ
ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს....









