მიმდინარე სეზონი აღარც შოტლანდიაში დასრულდება. ამის შესახებ ნაციონალურმა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიგასა და მასში შემავალი კლუბების ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის შედეგად შეთანხმდნენ. დადგინდა, რომ 2019-2020 წლის სეზონის ჩამთავრება შეუძლებელია და პირველობა ვადამდე შეწდა. საბოლოო შედეგები კი, სატურნირო ცხრილში სადღეისო მაჩვენებლით გამოიყვანეს. ასე და ამგვარად, ჩემპიონი „სელტიკი“ გახდა, რომელმაც 13 ქულით გაასწრო...
ჭდე: ბელგია
კორონამ ნიდერლანდი დაამარცხა
ნიდერლანდური ფეხბურთის მამებმა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაზღღვევა გადაწყვიტეს და მეზობლების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს – ისევე, როგორც ბელგიაში, სეზონი დახურულად გამოცხადაა. არადა, ერედივიზიონში გამორჩეულად კარგი სეზონი გამოდიოდა. „ალკმაარი“, რომელსაც 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსთან“ პირველობას იყოფდა და გულშემატკივარს დაძაბული ფინალი ელოდა. ახლა კი, ჩემპიონად არავინ გამოცხადდება. სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება სახეიროა აუტსაიდერებისთვის –...
ლოკერენი გაკოტრდა
ბელგიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კლუბმა, “ლოკერენმა”, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომერციულმა სასამართლომ, 5-მილიონიანი დავალიანების შემდეგ, კლუბი გაკოტრებულად სცნო. მეპატრონეები ფეხბურთელებსა და პერსონალს ხელფასებს ვეღარ უხდიდნენ – გვამცნობს Het Laatste Nieuws. 2019 წელს “ლოკერენი” ქვეყნის პირველ დივიზიონში გავარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2014-ში ბელგიის თასი მოიგო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 2002...
ფანტასტიური დე ბრუინი
ბელგიის ნაკრებმა შოტლანდიელები მათსავე მოედანზე 4:0 დაამცირა. შეხვედრის გმირი „სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გახდა, რომლის სტატუსიც უნიჭიერესიდან სუპერვარსკვლავამდე ძალიან მალე შეიცვალა. შოტლანდიელთა კარში ოთხივე გოლი სწორედ მან შექმნა. 9 წთ. კევინი ლუკაკუსთან ერთად გაიქცა კონტრშეტევაში და დათანაგუნდელს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა. 24 წთ. კუთხურის გათამაშების შემდეგ მეკარის ბაქანთან გააკეთა გადაცემა, რომელიც გოლად ვერმალენმა აქცია....



