გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.
მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები ოთხ ქალაქშია გადანაწილებული, რომელთაგან ერთერთს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს რუსეთი და თურქეთი რომ ესტუმრებოდნენ, თავიდანვე ცნობილი იყო. თურქეთი, საქართველომ პარტნიორ ქვეყანად აირჩია, რომლის უფლებაც ყველა მასპინძელ ქალაქს ენიჭება. იმავე უფლების გამოყენების შემდეგ და კალათების გადანაწილებით, მეორე კალათიდან რუსეთი გვერგო.
გაირკვა ჩვენების დანარჩენი მეტოქეები, რომელშიც ცნობილ გერმანელ კალათბურთელ დირკ ნოვიცკისთან ერთად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე და იტალიის ნაკრების ასევე ყოფილი კალათბურთელი რობერტო ბრუნამონტიც მონაწილებობდნენ.
საბოლოოდ, საქართველო A ჯგუფში მოხვდა თურქეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიისა და ბულგარეთი ნაკრებებთან ერთად.
დანარჩენი ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
B ჯგუფი (ბერლინი): გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი და ბოსნია ჰერცოგოვინა;
C ჯგუფი (რომი): იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი;
D ჯგუფი (პრაღა): ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი და ნიდერლანდები;
ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებენ, პლეი ოფი კი ბერლინშია დაგეგმილი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
