„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.
„ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ღელვით შეეცვალა. მან „გენკის” ფანებისგან მუქარის მესიჯები მიიღო:
„ამ კვირაში შენს ქალიშვილს ვეღარ ნახავ”; „მსაჯების დახმარების გარეშე არაფრის მოგება შეგიძლიათ”; „ბელგიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქმე შენ გაუფუჭე, შე დედა…ლო განავალო” და ასე შემდეგ.
ალდერვეირელდმა აგრესორებს სოციალური ქსელის საშუალებით პასუხი გასცა: „ყველაფერს აქვს საზღვარი. ბევრ რამეს ავიტან, მაგრამ ოჯახთან დაკავშირებული მუქარა მეტისმეტია. არ მესმის რატომ წერთ ასეთ რაღაცებს. მაინც რას ფიქრობთ, რას მიაღწევთ ამით?”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
