„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული [...]
ჭდე: ტობი ალდერვეირელდი
ჩრდილოლონდონური დერბის ჩუმი მღელვარება
ტობი ალდერვეირელდმა თამაშის მიწურულს თავური გოლი გაიტანა და ჩრდილო ლონდონის დერბი „ტოტენჰემსა” და „არსენალს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით დაამთავრა. ეს გახლდათ შეხვედრა დერბისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობის და ღრიანცელის გარეშე. ერთადერთი, რისთვისაც მეტოქეები იბრძოდნენ ევროლიგაში თამაშის უფლება იყო, მაგრამ „სფურზის” თავკაც ჟოზე მოურინიუს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. „ტოტენჰემმა” კარანტინამდე და მის მერე რამდენიმე დუნე, უინტერესო თამაში ჩაატარა, რომელთა ფონზე [...]
მოურინიუს დაპირდნენ!
გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს [...]
ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო
დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ. პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. პოჩეტინო ის [...]
გადარჩა!
„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან [...]
ტოტენჰემში ვითარება აირია
მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ გუნდის მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინს „დეზების” ისტორიაში არგაგონილი კონტრაქტი გაუფორმა და კვირაში 200 ათას გირვანქას უხდის, გუნდში მდგომარეობა აიმღვრა. კრისტიან ერიკსენმა, ტობი ალდერვეირელდმა და დენი როუზმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მათი ჯამაგირი კეინის ხელფასთან მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოდიოდეს. ლევიმ კეინს ახალი ხელშეკრულება ივნისში გაუფორმა, რითაც თავდამსხმელს [...]




