ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. „გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა. „სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ...
ჭდე: გენკი
ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ
„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული...
უნიჭო კურტუა
ცოდნა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელეო… თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპორტული კარიერის მოსაწყობად უსწავლელობა ცოდნაზე მეტად დაფასებულა. ამის დასტური ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას მაგალითია. ჯერ კიდევ მშობლიურ „გენკში“ თამაშისას ტიბოს გადაბირება გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ სურდა, მაგრამ კურტუების ოჯახს შვილის საზღვარგარეთ გაშვება მანამდე არ სურდა, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებდა. ტიბო კი მათემატიკაში იმდენად სუსტი...
მესამე რაულის და რუნის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“ ცუნამივით დაატეხეს თავს – 6:2. მასპინძლებმა სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად კარის ჩარჩოში და აქედან პირველივე...



