ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა.
„გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა.
„სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ გაურკვეველია. მოგეხსენებათ, ის ბელგიური „გენკის“ საკუთრებაა და სლოვაკეთში განათხოვრებული იყო. ახლა ქართველი ფეხბურთელის კლუბმა უკან დაიბრუნა და რას ეტყვიან, უახლოეს მომავალში გაცხადდება.
„სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონობისთის დარჩენილ შეხვედრებში ერთი ქულის მოპოვება სჭრდება და ტიტულს ზედიზედ მეხუთედ მოიპოვებს. სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
