ჭდე: სლოვანი

Home სლოვანი
ვაისი: მოგვატყუეს…
ჩანაწერი

ვაისი: მოგვატყუეს…

სლოვაკურ ვებგვერდ Sport.aktuality.sk-სთან საუბრიასა „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ბრატისლაველებს ფეხბურთელის დამატება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ მოტყუებული დარჩნენ. 23 წლის ფეხბურთელი კი „უოტფორდში“ აღმოჩნდა. ბელგიელებმა ბრატისლაველებს ჩაკვეტაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო დაუსახელეს, რისი გადახდის შესაძლებლობაც „სლოვანს“ არ ჰქონდა. ბრიტანული გამოცემები კი წერენ, რომ „უოტდორდს“ იჯარის შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენა 2 მილიონ...

კაშია სლოვაკურ სიმბოლურში
ჩანაწერი

კაშია სლოვაკურ სიმბოლურში

სლოვაკეთის ჩემპიონატი ქართული ტრიოს (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) „სლოვანის“ ჩემპიონობით დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რაშიც ქართველი ფეხბურთელების წვლილიც საკმაოდ დიდია. „ფორტუნა ლიგის“ ოფიციალურმა ვებ გვერდმა სეზონის ბოლოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გურამ კაშია მოხვდა. კაშიას გარდა „სლოვანიდან“ სეზონის გუნდში კიდევ ხუთი ფეხბურთელია – ლუკას ლოვატი, იური...

ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…
ჩანაწერი

ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…

ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. „გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა. „სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ...

კაშიამ გაქვითა, იურჩენკომ კი წყალში გადაყარა
ჩანაწერი

კაშიამ გაქვითა, იურჩენკომ კი წყალში გადაყარა

გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა” ერევნის „პიუნიკს” 2:1 მოუგო და ფაქტობრივად კონფერენციის ლიგის ფლეი-ოფშია. ეს გახლდათ თამაში, სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მცველმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა — ანგარიში გაათანაბრა. სომხებს რომ მოეგოთ, დიდი ალბათობით თავი ქუდში მათ ექნებოდათ, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ისეთ სათამაშო უპირატესობას მიაღწიეს, რომ „პიუნიკის” გამარჯვებაზე ლაპარაკი გაძნელდა. რამდენჯერმე...

ლაზარეს თავგადასავლი
ჩანაწერი

ლაზარეს თავგადასავლი

ერთი კითხვა და თქვენი გულწრფელობის იმედი მაქვს: მეტისმეტი დაძაბულობისა და დაღლის გამო საჭესთან შეცდომა არ მოგსვლიათ? საბუთების შევსების დროს? გამიგია ნანერვიულებ და გადაღლილ კაცს მისთვის საოცნებო ჰოლივუდის ვარსკვლავი რომ მიუყვანო, შეიძლება ზედაც არ შეხედოსო. ცუდი არაფერი იფიქროთ, თუ ძალიან არის დაღლილი შეიძლება ვერც კი იცნოს. და თუ ყველაფერი მართლა ასეა, გამთანგველი თამაშის 124-ე წუთზე მეკარემ...

ბათუმი კმაყოფილია
ჩანაწერი

ბათუმი კმაყოფილია

„ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავაში, სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ ბრძოლაში დაუზავდა და შინ ნორმალური შედეგით მოდის – 0:0. არადა, პირველი ტაიმში საამისო არაფერი ჩანდა – სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ. მასპინძლებმა სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბათუმელები ლაზარე კუპატაძემ სამჯერ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს „დინამო“ საქმე კიდევ უფრო დამძიმდა – მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდის კაპიტანი მამუკა...

ჩაკვეტაძე 70
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე 70

ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს… შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან....

ქართველმა ევროგოლი გაიხსენა
ჩანაწერი

ქართველმა ევროგოლი გაიხსენა

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სტუმრად 3:1 დაამარცხა გიბრალტარის „ლინკოლნი“ და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამაში კი, ქართველთა დამსახურება დიდია – მატჩში ანგარიში გურამ კაშიმ გახსნა. ორი გოლი ვლადიმერ ვაისი უმცროსის პასებით გავიდა: ჯერ მზრალმა შეაგდო, შემდეგ – ჰენტიმ. ლინკოლმა ერთი გოლი...

კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა
ჩანაწერი

კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი კარიერას ყოფილი მწვრთნელის სლოვაკურ „ სლოვანში“ გააგრძელებენ. დიახ, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ვლადიმირ ვაისის გუნდში გადავიდნენ. ჩვენებმა 1+1 სისტემით კონტრაქტი უკვე გააფორმეს და ხვალიდან ახალ გუნდს შეუერთდებიან. მალე „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური „შემროკის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სტადიონი ლამაზია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი...