ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს…
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან. „სლოვანი“ ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, თუმც გიორგი „ბათუმთან“ ვერ ითამაშებს.
„კაშიამ და კანკავამ მშვენიერი რეკომენდაცია გამიწიეს მეც და კლუბსაც. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, „სლოვანის“ ყველა ფეხბურთელის გაცნობას მოუთმენლად ველი. ვიცნობ მწვრთნელ ვაისს, მან პირველმა მათამაშა საქართველოს ნაკრებში. ვიცი, რას ითხოვს ფეხბურთლებისგან და როგორი ხედვა აქვს. დიდი სურვილი მაქვს, სლოვანს დავეხმარო ჩემპიონატშიც და ევროტურნირებზეც. ყველაზე კარგად თავს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ“, – თქვა ბრატისლავაში ჩასვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
