სლოვაკეთის ჩემპიონატი ქართული ტრიოს (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) „სლოვანის“ ჩემპიონობით დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რაშიც ქართველი ფეხბურთელების წვლილიც საკმაოდ დიდია.
„ფორტუნა ლიგის“ ოფიციალურმა ვებ გვერდმა სეზონის ბოლოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გურამ კაშია მოხვდა.
კაშიას გარდა „სლოვანიდან“ სეზონის გუნდში კიდევ ხუთი ფეხბურთელია – ლუკას ლოვატი, იური მედვედევი, ალექსანდრ ჩავრიჩი, იურაი კუცკა და ვლადიმირ ვაისი-უმცროსი.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, რა გასაკვირია, რომ ვლადიმირ ვაისი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი მისი ვაჟი, ასევე ვლადიმირ ვაისი.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
