ერთი კითხვა და თქვენი გულწრფელობის იმედი მაქვს: მეტისმეტი დაძაბულობისა და დაღლის გამო საჭესთან შეცდომა არ მოგსვლიათ? საბუთების შევსების დროს? გამიგია ნანერვიულებ და გადაღლილ კაცს მისთვის საოცნებო ჰოლივუდის ვარსკვლავი რომ მიუყვანო, შეიძლება ზედაც არ შეხედოსო. ცუდი არაფერი იფიქროთ, თუ ძალიან არის დაღლილი შეიძლება ვერც კი იცნოს. და თუ ყველაფერი მართლა ასეა, გამთანგველი თამაშის 124-ე წუთზე მეკარემ დრო და სივრცე რომ დაკარგოს, არ შეიძლება?
„რეალის” კი არა, ბათუმის „დინამოს” მეკარემ. მეკარემ, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად ასეთი დაძაბული შეხვედრა ადრე არასდროს გადახდენია. მეკარემ, რომლის დამსახურებაც იყო ეს თამაში 124-ე წუთამდე რომ მივიდა.
ტელეეკრანებიდან კარგად ვიცით, რომ კუთხურის დროს მეკარე ხაზზე უნდა იდგეს, ახლო ძელს კი მცველი ამაგრებდეს. ტიბო კურტუას (და სხვებს) ეს პრაქტიკულადაც კარგად მოეხსენებათ. აი, ბათუმის „დინამოს” მეკარეს კი ჯერ გამოცდილება სჭირდება. ბოლო წამამდე ფხიზლად ყოფნის გამოცდილება. თეორიულად მან ეს ამბავი რასაკვირველია ძალიან კარგად იცის, მაგრამ პრაქტიკულად… ზოგადად ბათუმის „დინამოს” ძალიან კარგ გუნდს სჭირდება ეს გამოცდილება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძენს.
საინტერესოა, ლაზარე კუპატაძეს ასეთი თამაში დიდ ფეხბურთში ოდესმე თუ ჩაუტარებია. თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე და „სლოვანთან” არა, უფრო დაბალ დონეზე.
ჰოდა, ამიტომ, მოდი ვიყოთ რეალისტები. და მოდი გავამხნევოთ ლაზარე.
ლაზარე, შენ რომ არა, ბათუმის „დინამოსა” და „სლოვანის” დაპირისპირება მეორე შეხვედრის 124-ე წუთამდე ვერ მივიდოდა, ასე რომ გული არ გაიტეხო. წინ ძალიან საინტერესო ცხოვრება გელის. მე ამის მჯერა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
