გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ძველ და უსაშველოდ გაცვეთილ ფრაზას, რომ პენალტების სერია საფეხბურთო ლატარეაა, რაკი ლატარეის მოსაგებად იღბალის გარდა არაფერია საჭირო და ისე გამოვა, თითქოს „დინამოს“ არაფერი აკლდა იღბალის გარდა.
ეს ტყუილია! „დინამოს“ თუკი რამე ჰქონდა ჭარბად, სწორედ რომ იღბალი!
საბუთი გნებავთ? ინებეთ!
წილისყრაზე ათობით ვარიანტს შორის XXI საუკუნში დაარსებული ესტონური გუნდი რომ ამოგივა, რომელსაც ევროთასებზე არასდროს არავისთვის მოუგია, იღბალი არ არის?!
ესტონელებთან საპასუხო მატჩის წინ „დინამოს“ მწვრთნელის კომენტარი შეგვხვდა, სადაც თბილისური მატჩის წაგების მიზეზია ახსნილი.
გიორგი ჭიაბრიშვილი: ,,სტადიონზე საგრძნობლად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ჩემპიონატში და წნეხი გაიზარდა. ვფიქრობ, რომ ესტონეთში ბევრად ლაღად და მშვიდად ვითამაშებთ”.
შვებით ამოვისუნთქეთ: კიდევ კარგი, ახლანდელი დინამოელები ტრიბუნებზე 80 ათასი მაყურებლის ყიჟინას არ მოსწრებიან. წარმოდგენაც გვზარავს, რამდენიმე ათასი გულშემატკივრის დანახვაზე ასეთი ამბავი თუ ემართებათ, იმ დროს რა მოუვიდოდათ.
ჰო, ფოტოს დააკვირდით – ეს „პაიდეს“ სტადიონის ტრიბუნაა. დიახ, სულ ესაა, მეტი ადამიანი იქ არ ეტევა.
ორიოდე სიტყვა „დილაზეც“. მატჩის წინ კლუბის საიტზე შევედი. წავიკითხავ, რას წერენ მეთქი. შუა ივლისში ახალ ცნობად უწერით, „დილას“ ფეხბურთელებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგესო.
აქ ფარდა უნდა დავუშვათ და დავიშალოთ. იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
