
ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და „ბათუმი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია ლიგაში, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. ამჯერად ზღვისპირელები „ტორპედოს“ სამტრედიაში უგოლოდ დაუზავდნენ.
თბილისის „დინამო“ გორში სეზონში პირველად დამარცხდა თანაქალაქელ „საბურთალოსთან“ – 1:3. დინამოელები ზორან მარუშიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა საბურთალოელებმა იყოჩაღეს და სამი ბურთი (იური ტაბატაძე, გიზო მამაგეიშვილი, შეიკნე სილა) გაუტანეს ლუკა კუტალაძეს. „მასპინძელთა“ მარცხს ხელი ჯიმი ტაბიძის გაძევებამაც „შეუწყო.“ ჯიმიმ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მიიღო წითელი ბარათი. „საბურთალოს“ კი დაეტყო ახალი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ხელი, რომელიც ამ კვირაშივე „სარბიელის“ პოდკასტის სტუმარი გახლდათ.
„თელავმა“ ვაჟა ფაცაციას 95-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა ქულა. „დილასთან“ მატჩი 2:2 დამთავრდა. ზედიზედ სამი წაგების კვალად ეს კახელების ახალი დამრიგებლის, ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით მოპოვებული პირველი ქულა არის.
„გაგრამ“ მიჯრით მეორედ გაიმარჯვა, ამჯერად „შუქურასთან.“ „სამგურალი“ კი აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ აგებდა მაგრამ 2:1 მოიგო. გამარჯვების ბურთი იაპინელმა ტაიკი კაგაიამამ გაიტანა. ეს პირველი იაპონური გოლი გახლდათ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.
ტორპედო 0:0 ბათუმი (სამტრედიაში)
თელავი 2:2 დილა
1:0 ყიფიანი (7), 1:1 გომისი (30), 1:2 გეილი (51), 2:2 ფაცაცია (90+5)
დინამო 1:3 საბურთალო (გორში)
1:0 მარუშიჩი (22), 1:1 ტაბატაძე (55), 1:2 გიზო მამაგეიშვილი (70), 1:3 სილა (90+2)
გაძევება: ტაბიძე (68) – დინამო
გაგრა 2:0 შუქურა
1:0 მარკონდელე (15), 2:0 შონია (67 პენ)
გაძევება: ქურდაძე (65) – შუქურა
სამგურალი 2:1 სამტრედია
0:1 ნაჭყებია (63), 1:1 ლომინაძე (83 პენ), 2:1 კაგაიამა (88)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
| დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
| ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
| დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
| სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
| საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
| გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
| თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
| სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
| შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 6, უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, ულად-ომარ იმრანი (ყველა – დინამო). ტიერი გეილი (დილა), ზვიად ნაჭყებია (სამტრედია)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
