35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ღირსებას სწორედ ის დაიცავს. „დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ...
ჭდე: ზორან მარუშიჩი
ბათუმი – თითქმის ჩემპიონი
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „ბათუმი“ ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ 32-ე ტურში ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „ბათუმმა“ „გაგრას“ 3:0, ხოლო „დინამომ“ „თელავს“ 4:0 მოუგო. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. ეს სერბი შემტევის მეორე ორგოლაა სეზონში. კიდევ ერთი დუბლი გორელმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეასრულა „შუქურა“ – „დილას“ მატჩში. თანაც ეს...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
რუსთავური თრილერი
ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქეებმა ერთმანეთს 20 ბურთი გაუტანეს. ჯამში კი სულ 157 გოლია გასული. შესრულდა 3 დუბლი, რაც ასევე ერთ ტურში გატანილი ორგოლების რეკორდია. თავი დინამოელმა ზორან მარუშიჩმა, საბურთალოელთა მალელმა შეიკნე სილამ და გორელთა ბარბადოსელმა ტიერი გეილმა გამოიჩინეს. „დინამომ“ ლიდერ „ბათუმთან“ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა (მანამდე 4 იყო). ზედიზედ...
პირველი იაპონური
ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და „ბათუმი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია ლიგაში, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. ამჯერად ზღვისპირელები „ტორპედოს“ სამტრედიაში უგოლოდ დაუზავდნენ. თბილისის „დინამო“ გორში სეზონში პირველად დამარცხდა თანაქალაქელ „საბურთალოსთან“ – 1:3. დინამოელები ზორან მარუშიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა საბურთალოელებმა იყოჩაღეს და სამი ბურთი (იური ტაბატაძე, გიზო მამაგეიშვილი, შეიკნე სილა)...
დინამო თავში მარტოა
ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა. ომარ...
დინამო-ნავბახორი-დინამო…
ზორან მარუშიჩი უზბეკური „ნავბახორიდან“ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. მარუშიჩი „დინამოს“ ღირსებას 2021 წლის სეზონში იცავდა, მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა....
ბათუმი – პირველი და მეათე
ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და ქვეყნის რიგით მე-10 ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ თბილისის „დინამოს“ (18), ქუთაისის „ტორპედოს“ (4), თბილისის „ვიტ ჯორჯიას“...
ბათუმი წვიმაში: + 7
„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო. მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა. „დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო....
ფრეების ტური
მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი...









