ზორან მარუშიჩი უზბეკური „ნავბახორიდან“ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.
მარუშიჩი „დინამოს“ ღირსებას 2021 წლის სეზონში იცავდა, მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ „ნავბახორში“ გაატარა, მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ზორან მარუშიჩი: „თბილისის „დინამოში“ დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
