
ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა.
დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა.
ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ პირველად გაიმარჯვა. საბურთალოელებმა „შუქურას“ 2:1 მოუგეს.
პირველი გოლი გაიტანა უცხოეთიდან დაბრუნებულმა ნიკა კაჭარავამ. „ტორპედომ“ სტუმრად „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი არაბიძემ გახსნა, მეორე კი კაჭარავამ შეაგდო.
„სამგურალმა“ „თელავს“ ზესტაფონში 1:0 მოუგო და 6 ქულით ისევ მესამე ადგილზე დგას. თუმცა, ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და სატურნირო ადგილებიც, ჯერჯერობით პირობითია.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
