ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ...
ჭდე: თელავი
წითელი ტური
ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
თელავმა ადამიანი ხრისტოდულუთი შეცვალა
„თელავში“ მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა – სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი კვიპროსელმა ხარალამბოს ხრისტოდულუმ შეცვალა. 56 წლის ხრისტოდულუმ სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და ძირითადად კვიპროსში მუშაობდა, პირველი კლუბი, რომელიც ჩაიბარა, „დოქსა“ იყო შემდეგ კი მუშობდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“, ლიმასოლის აელ-ში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ნიქოზიის „ომონიაში“, „ნეა სალამინაში“, „კარმიოტოსასა“ და „ეთნიკოსში“. 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე სომხური „სევანის“ მწვრთნელი...
თელავში ადამიანი ჩავიდა
„თელავს“ 56 წლის სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი გაწვრთნის. არმენ ადამიანი 1967 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა – „მიკა“, „ლორი“, „სევანი“, „ალაშკერტი“, „არარატ-არმენია“, „არცახი“ უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ბოლოს „არცახს“ თავკაცობდა, ორჯერ (2004/2005, 2005/2006) „მიკასთან“ და ერთხელ „ალაშკერტთან“ (2018/2019) აქვს მოგებული სომხეთის თასი, ხოლო...
… თუ დინამო არ გავარდა
მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...
მხიარული ტური
უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის. ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო...
დარჩა 6
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...
გიორგის ნაცვლად გეორგიოსი…
„თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი მიქაძის მოულოდნელი წასვლის შემდეგ, კახური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი მალევე მოძებნა – ამიერიდან გუნდს 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის. კოსტისი ტრიკალაშია (საბერძნეთი) დაბადებული. ფეხბურთელობისას ბერძნული კლუბების („ირაკლისი“, „პანახაიკი“, ვოლოსის „ოლიმპიაკოსი“) გარდა, უთამაშია გერმანული „ნიურნბერგში“, ასევე კვიპროსში, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“, „პაფოსში“ აელ-ში, „დოქსასა“ და „ომონიაში“. მოთამაშის კარიერა 2011 წელს კვიპროსში...
თელავის ახალი სლოვაკი…
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. სლოვაკი მცველი „თელავს“ ტირანას „პარტიზანიდან“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. იგი კახურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. სლოვაკი მცველი „პარტიზანიმდე“, სამშობლოში „ზვოლენის“, „რუჟომბეროკის“, „სერედის“, „სპარტაკ ტრნავასა“ და „ზლატე მორავცეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რუჟომბეროკში“ ის სლოვაკეთის 2017/2018 წლების სეზონის თასის...









