მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან.
„იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე.
მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა.
„თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა. ვნახეთ ეფექტური გოლიც, თელაველთა შემტევმა, თორნიკე მორჩილაძემ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.
„დინამოს“ ხუთი ტურია აღარ მოუგია (3 ფრე, 2 წაგება). ამჯერად ანდრეს კარასკოს შეგირდებმა ფოთის „კოლხეთს“ ვერ აჯობეს (0:0), 8 მატჩის შემდეგ 9 ქულა მოაგროვეს, მე-7 ადგილზე დგანან და გასავარდნ ზონას ოდენ სამი პუნქტით უსწრებენ. ამდენივე ქულა აქვთ „კოლხეთს“ და „თელავს“ თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის კვალად ისინი მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ.
პარასკევის სათამაშო დღის გვიან მატჩში „დილამ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ერთ ქულას დასჯერდა ისევე, როგორც სტუმრები. თუმცა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა.
ორივე გუნდმა თამაში კაცნაკლულმა დაამთავრა. მე-20 წუთზე ერთმანეთისკენ გორელმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა და ბათუმელმა ლევან კუტალიამ გაიწიეს, პარტნიორები მათ დაწყნარებას ცდილობდნენ, შედეგად არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე გააძევა. საბოლოოდ – 0:0.
სამტრედია 1:2 თელავი
0:1 მორჩილაძე (51), 1:1 კარტაშიანი (90 საკ. კარში), 1:2 პერუცი (90+8)
იბერია 3:1 გაგრა
1:0 ნონიკაშვილი (18), 2:0 სილა (29), 2:1 ქიმაძე (32), 3:1 კაპანაძე (57)
ტორპედო 3:1 სამგურალი
0:1 ლუკა ხორხელი (14), 1:1 ნინოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90+7)
გაძევება: კალანდარიშვილი (85) – სამგურალი
დინამო 0:0 კოლხეთი
დილა 0:0 ბათუმი
გაძევება: ბოჭორიშვილი (20) – დილა; კუტალია (20) – ბათუმი
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
იბერია 1999 36 23 6 7 74:46 75
ტორპედო 36 21 7 8 58:40 70
დილა 36 19 11 6 58:30 68
ბათუმი 36 15 10 11 42:41 55
სამგურალი 36 11 11 14 51:49 44
კოლხეთი 36 9 14 13 48:58 41
დინამო 36 9 12 15 33:44 39
გაგრა 36 11 5 20 36:53 38
თელავი 36 8 10 18 32:43 34
სამტრედია 36 5 12 19 33:61 27
მეგოლეები: ბიორნ იოსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები), გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია) – 4
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
