გასულ სეზონში „ნაპოლიმ” სკუდეტო მოიგო. ასეთი წარმატებისთვის კამპანიის დედაქალაქის გუნდს 33 წელია არ მიუღწევია. „აძურიმ” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შთამბეჭდავად, დიდი უპირატესობით, მაგრამ მიმდინარე სეზონში ვითარება დრამატულად შეიცვალა. ამჯერად „ინტერი” მიიწევს წინ. ამასობაში კი ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ავითარებენ და… თავისსავე გამოგონებულ პროგრამას ჭკუას ეკითხებიან. ხანდახან წინასწარმეტყველებასაც სთხოვენ. იტალიელებმა, მაგალითად, ჰკითხეს, თუ ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი 2033 წლამდე პერიოდში. ხელოვნურმა ინტელექტმა თავპატიჟი არ დაიდო და ცნობისმოყვარეებს პასუხი გასცა:
2024 – ინტერი; 2025 – იუვენტუსი; 2026 – ინტერი; 2027 – ნაპოლი; 2028 – რომა; – 2029 – მილანი; 2030 – ატალანტა; 2031 – იუვენტუსი; 2032 – იუვენტუსი; 2033 – ნაპოლი.
ამ პასუხში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ნაპოლის” ორჯერ უწევს ჩემპიონობა — 2027 და 2033 წლებში, ხვიჩა კვარაცხელია 26 და 32 წლის რომ იქნება. იმედია, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი კარიერაში მართლა სამი ჩემპიონობით არ შემოიფარგლება და ან სხვა კლუბში მიაღწევს უფრო დიდ წარმატებას ან დაამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეცდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
