კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ

Home კატეგორიის გარეშე კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ
კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ

Curve A and B against De Laurentiis: you ruined everything with your huge ego. Is the peace of photography over?ახალგაღვიძებულ ნეაპოლს თითქმის ყველა ქუჩაზე ფლაერები დახვდა გაკრული. ტექსტს ხელს ერთად აწერდნენ კურვა A და კურვა B ანუ „ნაპოლის” გულშემატკივართა დაჯგუფებები, რომლებიც თამაშების დროს კარებს უკანა ტრიბუნებზე იყრიან თავს. ჩვეულებრივ ფურცელზე ეწერა მიმართვა აურელიო დი ლაურენტისისადმი, რომელთანაც ერთი წლის წინ ტიფოზების ამ დაჯგუფებებმა ზავი დადეს. ზავის მიზეზი გახლდათ სკუდეტო, რომლისკენაც გუნდი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა და მართალია არითმეტიკულად ჯერ ჩემპიონი არ იყო, მაგრამ ჩანდა, რომ ვერავინ შეაჩერებდა. შარშან ამ დროს მხარეებმა ერთად ფოტოც კი გადაიღეს. იმ ფოტოს აქვე გთავაზობთ. ახლა კი ზავი დარღვეულია. დაპირისპირება აღდგა. მიმართვაში წერია:

„ერთხელ თქვენ მოტოცკლეტით გაიქეცით (ეპიზოდი დე ლაურენტისის ცხოვრებიდან, რომელიც შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ)  და ეს დიდებული იყო, მაგრამ ახლა იმ პატარა ფილმის სცენარი ხელიდან გაგექცათ.

გასული წლის განმავლობაში აღმშენებლობა და თავიდან დაწყება იყო საჭირო, თქვენმა უზარმაზარმა ეგომ კი გარშემო ყველაფრის დაკნინებასთან მიგვიყვანა. ზაფხულიდან მოყოლებული ხალხი თქვენს გამოხდომებს უყურებს და ისმენს. არ ჩანს არანაირი გეგმა, არის მხოლოდ გამოხდომები! დიახ, „ნაპოლი” თქვენი კლუბია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის წარმოადგენს ქალაქს, რომელსაც პრობლემების მიუხედავად ღირსება გააჩნია და თუ თქვენ ამ ქალაქის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავთ, სკუდეტო, რომელიც მოიპოვეთ ვერ გაგვაჩუმებს!

რა ვუთხრათ გუნდს? უკვე მივხვდით, რომ ამ სეზონში თქვენ ერთხელაც არ გვეცით პატივი… თქვენ აქ ჩამოხვედით როგორც სრულიად უცხო ადამიანი და არ გაგიჩნდათ მადლიერების გრძნობა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმატება მოგიტანათ. უკვე მაისში თქვენ გადაბარგდით თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფას, მწვანე ფულის გუნდში და ჯერ კიდევ ჩემპიონატის მსვლელობისას გაიქეცით ხომალდიდან, უღალატეთ ადამიანებს, რომლებიც გადიდებდნენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ: ჩვენ ერთი წინადადებაც არ გამოგვიტოვებია იქიდან, რაც პრესაში იწერება. ვხედავთ, ტრიბუნაზე ძალიან ბევრი მოქრთამული ხალხი გიზით, ისე, როგორც ეს თქვენ გიყვართ და ისინი დღეს არსებულ ფარულ პრობლემაზე საერთოდ არაფერს ამბობენ”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.