კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს

Home კატეგორიის გარეშე კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს
კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს

Antonio Conte provides Dejan Kulusevski injury update and hints at  Tottenham tactical setup vs Man United | Evening Standardანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან” აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა” ყოფილმა პრეს-ოფიცერმა მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი Tele A-ს გადაცემა Tifosi Napoletani-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა.

„ანტონიო კონტე პოსილიპოში (ნეაპოლის მდიდრული უბანი) სახლს ეძებს. ის უკვე დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კარგი საცხოვრებლის შერჩევაში დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, კონტემ აურელიო დე ლაურენტისს შეუთვალა, რომ მას სულ მცირე ორი ფეხბურთელის დამატება დასჭირდება. ესენია 27 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი ლუკას მარტინეს კუარტა, რომელიც „ფიორენტინაში” თამაშობს და 23 წლის მაკედონიური წარმოშობის შვედი ფლანგის ნახევარმცველი დეიან კულუშევსკი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან”, — თქვა სპარნელიმ, რომელმაც დასძინა, რომ ენთუზიაზმით აღსავსე კონტე უკვე საკუთრივ „ნაპოლის” რამდენიმე მოთამაშესაც ელაპარაკა.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.