ანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან” აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა” ყოფილმა პრეს-ოფიცერმა მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი Tele A-ს გადაცემა Tifosi Napoletani-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა. „ანტონიო კონტე პოსილიპოში (ნეაპოლის მდიდრული უბანი) სახლს ეძებს. ის უკვე დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კარგი საცხოვრებლის...
