„თელავი“ სეზონის განახლებისთვის სერიოზულად ემზადება, ბოლო დღეებში კახურმა კლუბმა სამი ტრანსფერი განახორციელა – სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდის ღირსებას ჯეფერსონ ჯერალდო, გიორგი პაპუნაშვილი და ევჰენ პროტასოვი დაიცავენ. 34 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო, ქართველი ქომაგისთვის კარგად არიც ნაცნობი. იგი საქართველოს ჩემპიონატში 2016 წელს ქობულეთის „შუქურაში“ გამოჩნდა, 2021 წლიდან კი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა და ბოლო...
ჭდე: თელავი
თელავი ძველებს იბრუნებს…
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი მოთამაშეები წარადგინა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „თელავის” ღირსებას დაიცავენ 25 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი, 26 წლის გიორგი ქანთარია, 21 წლის თორნიკე მორჩილაძე, 23 წლის ფირუზ გაბიტაშვილი. მიხეილ ბაშელეიშვილ „თელავის“ გულშემატკივართან წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან „თელავში“ ოთხი სეზონი გაატარა, 2021 წლის სეზონში გუნდის კაპიტანიც გახლდათ. იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ქანთარიაზეც –...
თელავის ბეგიჩი
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპის დაწყებამდე გაძლიერებაზე ზრუნვა აქედანვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც შეათანხმა – ჩემპიონატში გამოცხდებული პაუზის შემდეგ გუნდის ღირსებას 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიცავს. კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ბეგიჩიც „თელავს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება. ამარ ბეგიჩი – 2000 წლის 7 აგვისტოს ზენიცაში (ბოსნია) დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველია, თელავში...
თელავს მიქაძე დაუბრუნდა
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 43 წლის სპეციალისტი გიორგი მიქაძე გაწვრთნის მიქაძისთვის „თელავი“ უცხო კლუბი არ არის, ის გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებით მუშობდა. ახალ მწვრთნელს თანაშემწეებად სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.
კონგო-ინდოეთი-თელავი…
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, ამიერიდან კახური კლუბის ღირსებას 26 წლის კონგოელი თავდამსხმელი, რიჩარდ კულე მბომბო დაიცავს კულე მბომბო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, კარიერაც 2016 წელს იქაურ AS Vita Club-ში, დაიწყო, საიდანაც ერთი წლის შემდეგ ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გადავიდა. ბელგიური ფეხბურთის გრანდმა კულე ერთი წლის შემდეგ ბელგიაშივე, „ბეერსხოტში“ გაანათხოვრა. „ბეერსხოტიდან“ ფეხბურთელმა სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ყაზახეთის „ქაისარში“,...
სომხეთის ჩემპიონი კოტ-დ’ივუარიდან…
„თელავში“ კიდევ ერთი ახალწვეულია – გუნდში კოჯო ალფონსი ჩაირიცხა. „საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 29 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი კოჯო ალფონსი დაიცავს. ის გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცახდებაში. კოჯო ალფონსიმ კარიერა სამშობლოში, კლუბ „სტად აბიჯანში“ დაიწყო, 2011 წლიდან პორტუგალიაში გადავიდა და ითამაშა „შავეშში“, „მირანდელაში“, „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუსა“ და „ფეირენსეში“. 2018-2021 წლებში...
რომი თელავშია…
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. კლუბი 24 წლის თავდამსხმელ დავით მუჯირს, 25 წლის მცველ მორის ნუსუევსა და 26 წლის ნახევარმცველ ნიკა ქორიძეს დაემშვიდობა. ცნობილია, რომ დავით მუჯირი კარიერას ქობულეთის „შუქურაში“ გააგრძელებს. ამავე დროს, „თელავმა“ სლოვენიელი მცველი მატია რომი დაიმატა. 24 წლის მატია რომის კარიერა სლოვენიურ კლუბ „დომჟალეში“ 2016 წელს...
ბარევ, ვარდან…
ორი დღის წინ საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა. თუმცა კახური კლუბი მწვრთნელის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა – კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „თელავს” სომეხი ვარდან მინასიანი გაწვრთნის. 49 წლის მინასიანს სხვადასხვა დროს სომხურ და ყაზახურ კლუბებში უმუშავია და არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. მის სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეული ადგილი უჭირავს სოხეთის ეროვნულ ნაკრებში მუშობის პერიოდს,...
თელავმა ცეცაძე გაუშვა
ეროვნულ ლიგაში წლეულს პირველი სამწვრთნელი ცვლილება მოხდა – ხუთი ტურის შემდეგ „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მწვრთნელ გია ცეცაძეს დაემშვიდობა. „საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელ გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში. ვინ შეცვლის ცეცაძეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ითქვა,...
დინამო თავში მარტოა
ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა. ომარ...









