საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპის დაწყებამდე გაძლიერებაზე ზრუნვა აქედანვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც შეათანხმა – ჩემპიონატში გამოცხდებული პაუზის შემდეგ გუნდის ღირსებას 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიცავს.
კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ბეგიჩიც „თელავს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება.
ამარ ბეგიჩი – 2000 წლის 7 აგვისტოს ზენიცაში (ბოსნია) დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველია, თელავში წამოსვლამდე ბოსნიის ჩემპიონატის კლუბ „ბორაცის“ ღირსებას იცავდა.
ბეგიჩს ბოსნიის ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთხელ კი ეროვნული გუნდის მაისურაც მოირგო – 2021 წლის 19 დეკემბერს, აშშ-ის ნაკრებთან (0:1) 40 წუთი ითამაშა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
