საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი მოთამაშეები წარადგინა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„თელავის” ღირსებას დაიცავენ 25 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი, 26 წლის გიორგი ქანთარია, 21 წლის თორნიკე მორჩილაძე, 23 წლის ფირუზ გაბიტაშვილი.
მიხეილ ბაშელეიშვილ „თელავის“ გულშემატკივართან წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან „თელავში“ ოთხი სეზონი გაატარა, 2021 წლის სეზონში გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ქანთარიაზეც – ნახევარმცველი, რომლის ბოლო კლუბი აზერბაიჯანული „ქიაფაზი” იყო, თელაველი გულშემატკივრებისთვის ასევე კარგად ნაცნობი ფეხბურთელია – მან გუნდში გასული სეზონის ნახევარი გაატარა და მერე აზერბაიჯანში წავიდა.
თორნიკე მორჩილაძე „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველია. თბილისურ კლუბის აღზრდილმა უკვე ყოფილ გუნდში არასრული ორი წელი გაატარა და 39 მატჩი ჩაატარა.
ყოფილი დინამოელია ფირუზ გაბიტაშვილიცმას ასევე უთამაშია ლაგოდეხის „ჰერეთში“, „გაგრასა“ და ბოლნისის „სიონში“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
