2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე ბოლოს და ბოლოს დაისვენებსო, წერს „პარიზიენი“ – „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ვარსკვლავი პარასკევს ლილში არ ათამაშოს. მან დემბელე ოთხშაბათის ვარჯიშისგანაც გაათავისუფლა, შემდეგ კი, შაბათს და კვირას ისედაც მთელი გუნდი ისვენებს.
დემბელეს არდადეგების შესახებ კლუბმა ოფიციალურ X პლატფორმაზე დაწერა: „მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯმენტთან შეთანხმებით ოსმან დემბელე უახლოეს დღეებში დაისვენებს. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს“, – წერია განცხადებაში.

საფრანგეთის დედაქალაქის კლუბი გულშემატკივარს აგრეთვე არწმუნებს, რომ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება „რენთან“ შეხვედრის შესვენებისას ფეხბურთელის შეცვლასთან კავშირში არ არის. ამის ხაზგასმა იმიტომ გახდა საჭირო, რომ დაირხა ხმა, თითქოს დემბელეს სინამდვილეში კი არ ასვენებენ, არამედ ცუდი თამაშისთვის სჯიან. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მწვრთნელმა ლიგა 1-ის პირველ ტურში დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია 45 წუთის მერე შეცვალა.
„ეს ფეხბურთია. თუ მუდმივად უკვე მოგებულზე იფიქრებ, მეტს ვეღარაფერს მოიგებ. ჩემთვის მთავარია კმაყოფილებას არ მივეცეთ. ფეხბურთელმა ყოველდღე, ყოველ შეხვედრაში, ყოველ ვარჯიშზე უნდა მაჩვენოს, რომ მზად არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდუნდება და ფეხი დაუცდება. ჩვენ სულ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ამისათვის კი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა საჭირო“, – თქვა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
დემბელესა და კვარაცხელიას ნაცვლად რენში მოედანზე შევიდნენ ფერან ტორესი და მიკა გოდტსი. ტორესმა ორი გოლი გაიტანა და შეხვედრა, რომელსაც პსჟ 0:2-ს აგებდა 2:2 დამთავრდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
