ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა „ნაპოლის” კამერუნელი ნახევარმცველია, რომელმაც The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. სხვადასხვა კითხვებს შორის, რომლებიც ანგისას დაუსვეს, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.
„მე კვარას ვუთხარი, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრები შეიძლება დიდი გუნდი გახდეს. მაგალითად ლევანდოვსკი მოვუყვანე, რომელიც პოლონელია. ერთხელ ასეთი რჩევა მივეცი: „არასდროს შეგეშინდეს საკუთარი თავის გამოხატვის, ფეხბურთი ითამაშე”. მან გულწრფელად მითხრა, რომ იმ დღის შემდეგ მისი სეზონი შეიცვალა. მე ის მომწონს არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანი, რომელიც მუდამ რჩევას ითხოვს, მუშაობს, გამარჯვება სწყურია, რომელიც შთამბეჭდავია. თამაშის დროს მისთვის პასის მიცემა გინდება, რადგან რასაც ის ბურთით აკეთებს, განსაკუთრებულია. სხვადასხვა სიტუაციაში ვიღაცამ შეიძლება ყურები ჩამოყაროს, ის კი მუშაობას აგრძელებს, ჭკუის დარიგებას ითხოვს და სურს გაიგოს რა გააკეთოს შემდეგ, — თქვა ანგისამ, რომლის რჩევის ამბავიც საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას მიცემულ ინტერვიუში პირველად თავად კვარაცხელიამ მოყვა.
ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენზე ანგისამ ასე ილაპარაკა: „მან სეზონის წინ, ჩემთან საუბარში სკუდეტო იწინასწარმეტყველა. მიხარია, ამდენი გოლი რომ გაიტანა. მან მითხრა: მენდე, მე ყველაფერს ვიზამ, რათა სკუდეტო მოვიგოთ. და მართალი აღმოჩნდა. ის ჩემი დიდი მეგობარია”.
ჩემპიონთა ლიგის შესახებ: „იღბალმა ზურგი გვაქცია, მაგრამ გინდა ასე თქვი და გინდა ისე, „ნაპოლიმ” მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც არასდროს ყოფილა”.
ლუჩანო სპალეტი: „მე ის უპირველესყოვლისა მომწონს როგორც ადამიანი და მერე როგორც მწვრთნელი. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ხანდახან ბევრსაც ყვიროდა, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ იცოდა, ასე უფრო მიაღწევდა შედეგს. ის ოჯახის ამბებს მეკითხებოდა, აინტერესებდა როგორ გავატარე დასვენების დღე, მაქვს თუ არა პრობლემები. როდესაც რამე კარგად არ მიდიოდა, მამხნევებდა, მოტივაციას მაძლევდა. ის არის ადამიანი, რომელიც შენს ტყავში შემოდის. როდესაც ლაპარაკობს, გამხნევებს, აღგაფრთოვანებს. ერთხელ საათიც კი მაჩუქა. ასეთ მწვრთნელთან ერთად საქმეები მხოლოდ უკეთ თუ წავა”.
გუნდი: „სრულყოფილები ვიყავით. მე შემიძლია ბევრი გელაპარაკოთ ყმაწვილ კვარაზე ან კიმზე, რომელიც ძალიან ძლიერი და იმავდროულად თავმდაბალია. ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის ვთამაშობდით. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ბრძოლა მაშინაც კი არ შეგვიწყვეტია, როდესაც მდევარს 15 ქულით ვუსწრებდით. ოცნების ახდენასთან ახლოს ვიყავით და არ გვინდოდა შესაძლებლობა ხელიდან გაგვეშვა”.
საკუთარ თავზე ზამბო ანგისამ ასე ილაპარაკა: „მე მსურდა „ნაპოლიში” თამაში. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ დიდი ფეხბურთელი ვარ. „ფულემშიც” კარგად ვთამაშობდი, მაგრამ იქ სკეპტიციზმს ვგრძნობდი. „ნაპოლიში” კი ყველაფერი სხვანაირად აეწყო. აქ თავიდანვე ესმოდათ, რომ შემეძლო დიდი გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
