შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა, რომ ნოემბერში, ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბმა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეანელა და შეამცირა. შესაბამისად,...
ჭდე: ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა
რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ
ხვალ, 9 ივლისს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „რეალს’’ შეხვდება. მსოფლიო მედიისთვის ეს მატჩი არის კილიან მბაპეს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან. ვინ შეძლებს პარიზელების გაჩერებას? მეოთხედფინალში ეს „ბაიერნმა’’, ბოლო წუთებში, 11 კაცითაც ვერ შეძლო ცხრის წინააღმდეგ ― 0:2 წააგო. ახლა „რეალის’’ ცდაა. მბაპე პარიზელთა ახალ შემადგენლობასა და მის შესაძლებლობებს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობს, აი, ინგლისელი...
ანგისამ წერილი მიიღო
ნეაპოლური მედია წერს, რომ ანტონიო კონტეს „ნაპოლი’’ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს მწვრთნელის მიერ ხელშეუხებლად მიჩნეული ფეხბურთელების დამსახურებაა. ერთ-ერთი ხელშეუხებელი გახლავთ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ნეაპოლელთა ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. Areanapoli წერს, რომ კამერუნელი „ნაპოლის’’ მაისურით ალბათ საუკეთესო სეზონს ატარებს. საიტის აზრით ის ასე კარგად ლუჩანო სპალეტის დროს, სკუდეტოს ისტორიულ სეზონშიც კი არ თამაშობდა. „აძურის’’ გულშემატკივრები...
რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?
გრძელდება მსჯელობა მარცხზე (1:3), რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ” ბარსელონაში იწვნია. რასაკვირველია ამ დღეს მსაჯებმა „პარტენოპეელთა” წინაშე შესცოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა სტუმრებს აჯობა და დამსახურებულად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ. საიტი spazionapoli წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და ობიექტურად რომ ვთქვათ, ისიც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან 20 დღეში...
რამადანი ნაპოლიშიც დაიწყო
ფეხბურთი და რელიგია ოდინდელი თემაა. ის „ნაპოლისთვისაც” კარგად არის ნაცნობი. „აძურის” შემადგენლობაში მუსლიმ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ: ელიფ ელმასი, კალიდუ კულიბალი, ფაუზი გულამი… დღეს, მუსლიმური სამყარო რამადანს იწყებს. ის 29 დღეს გასტანს. რამადანი მარხვაა, ოღონდ ქრისტიანებისგან განსხვავებით ისლამის მიმდევრები აისიდან დაისამდე არ ეკარებიან საჭმელ-სასმელს, რაც ბევრის აზრით პროფესიონალი ფეხბურთელისთვის სასურველი არ არის. „ნაპოლიში” ამჟამად ორი მუსლიმია:...
ოსიმენი მეცხრე ცაზეა!
აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებას გამოთიშა. ორივე გოლი „ატალანტას” თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა — 36-ე და 90-ე წუთებზე. შედეგად, „სუპერარწივები” მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ზამბო ანგისა „ნაპოლის” დაუბრუნდება. მეოთხედფინალში ნიგერიის მეტოქე იქნება ანგოლა, რომელმაც 3:0 მოუგო ნამიბიას. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება. ნიგერიელებმა აფრიკის თასზე უკვე ზედიზედ...
ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ
ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება. ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება....
ზამბო: კამერუნი ნაპოლი არ არის
კამერუნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების პირველ ეტაპზე დღეს შინ მავრიტანიას, ხოლო 21 ნოემბერს სტუმრად ლიბიას ხვდება. კამერუნელთა შეკრებაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა „ნაპოლის” ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. მან თქვა: „მე აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ეროვნული გმირი გავხდე. აქ სხვა გარემოა, „ნაპოლიში” — სხვა. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, არ გვაქვს იგივე მექანიზმები, ისეთივე მოედნები, არ...
ნაპოლისთვის სასიხარულო ამბავი
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „უნიონ ბერლინთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ სერია A-ს მორიგი ტურისთვის დაიწყო მზადება. კვირას, იტალიის ჩემპიონს „მილანი” ესტუმრება, რომელმაც „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო და გამარჯვება სწყურია. კრიტიკის ქარცეცხლში გამოვლილი რუდი გარსიასა და მისი გუნდისთვის მილანელებთან მატჩი გამოცდის ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომ გახლდათ ორმაგად მნიშვნელოვანი ცნობა ანდრე-მარკ ზამბო ანგისას ჯანმრთელობის უკეთესობის შესახებ. ხუთშაბათს, კასტელ...
ანგისამ შეიძლება მილანთან ითამაშოს
„სქაი სპორტი” „ნაპოლის” კამერუნელი ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ტრავმის შესახებ წერს: „ზამბო ანგისამ, რომელმაც „ფიორენტინასთან” შეხვედრა ტრავმით, ნაადრევად დატოვა, სამედიცინო გამოკვლევა გაიარა. გამოკვლევამ მარცხენა თეძოს ბიცეპსის მსუბუქი ტრავმა აჩვენა. ნახევარმცველმა მკურნალობა უკვე დაიწყო. კამერუნელს დაახლოებით ორ-სამ კვირიანი უქმობა მოუწევს”. „ნაპოლი” 29 ოქტომბერს „მარადონაზე” „მილანს” მასპინძლობს და მწვრთნელ რუდი გარსიას იმედი აქვს, რომ ანგისა ამ შეხვედრაში...









