ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა

Home აქეთურ-იქითური ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა
ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა

André-Frank Zambo Anguissa of SSC Napoli celebrates with his teammate Khvicha Kvaratskhelia after scoring opening goal during the Serie A match...შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა, რომ ნოემბერში, ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბმა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეანელა და შეამცირა. შესაბამისად, ყველაზე მოსალოდნელი გახდა იმ ერთი პუნქტის ამოქმედება, რომელიც ანგისას მოქმედ კონტრაქტში არსებობს და რომელიც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლობა მხოლოდ ერთი წლით, 2027 წლამდე გააგრძელონ.

„კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ანგისას სავარაუდოდ ბევრი მსურველი ჰყავს, განსაკუთრებით თურქეთში, მაგრამ ყველაზე მოსალოდნელი მისი „მარადონაზე’’ ერთი წლით დატოვებაა.

ზამბო ანგისა „ნაპოლიში’’ 2021 წელს გადავიდა და გუნდის ნახევარდაცვა ფიზიკური ძალისა და ტაქტიკური აზროვნების წყალობით სასიკეთოდ გარდაქმნა. როგორც შემდგომ გაირკვა, მას გოლის ფრიად განვითარებული ალღოც ჰქონია. ის ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად 2023 წლის სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.