გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა.
ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა ოთხი ქულა დათმო.
„ორლანდო“ 38 მოგებითა და 34 მარცხით კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი „საკრამენტოსთან“ უწევს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
