
ხვალ, 9 ივლისს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „რეალს’’ შეხვდება. მსოფლიო მედიისთვის ეს მატჩი არის კილიან მბაპეს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან. ვინ შეძლებს პარიზელების გაჩერებას? მეოთხედფინალში ეს „ბაიერნმა’’, ბოლო წუთებში, 11 კაცითაც ვერ შეძლო ცხრის წინააღმდეგ ― 0:2 წააგო. ახლა „რეალის’’ ცდაა. მბაპე პარიზელთა ახალ შემადგენლობასა და მის შესაძლებლობებს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობს, აი, ინგლისელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კი მარტში „ლივერპულში’’ თამაშობდა, როდესაც ლუის ენრიკეს გუნდს მოედანზე დაუპირისპირდა.
„მე პსჟ-ს წინააღმდეგ ამ სეზონში უკვე ვითამაშე და უნდა ვთქვა, რომ ისინი განსაკუთრებულები იყვნენ, მაგრამ ფლეი-ოფში ნებისმიერ გუნდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ჩვენ სერიოზულად მოვემზადებით უმძიმესი მატჩისთვის და ვნახოთ ვინ იქნება საუკეთესო გუნდი’’, ― თქვა ინგლისელმა.
„რეალის’’ ახალგაზრდა ესპანელი, უფრო ზუსტად კი მადრიდელი მოთამაშე ფრან გარსია ფიქრობს, რომ პსჟ-ს გასანეიტრალებელი გეგმა იცის.
„ჩემი აზრით ჩვენი გუნდის ყველა ფლანგის მოთამაშე უნდა იყოს მზად პარიზელი ფეხბურთელების შესაბოჭად. მათ ძალიან უნდა გავურთულოთ საქმე. და რასაკვირველია, ისინიც მაქსიმალურად უნდა გვიფრთხილდნენ. მწამს, რომ „რეალი’’ კვლავაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ეს რომ ასეა, საქმით უნდა დავამტკიცოთ’’, ― თქვა გარსიამ.
მადრიდელთა გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი: „პარიზელებმა როგორც ჩემპიონთა ლიგაში ასევე აქ, კლუბთა მსოფლიოს თასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ ჩვენ მადრიდის „რეალი’’ ვართ და ნებისმიერ გამოწვევას ვიღებთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
