ნეაპოლური მედია წერს, რომ ანტონიო კონტეს „ნაპოლი’’ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს მწვრთნელის მიერ ხელშეუხებლად მიჩნეული ფეხბურთელების დამსახურებაა. ერთ-ერთი ხელშეუხებელი გახლავთ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ნეაპოლელთა ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. Areanapoli წერს, რომ კამერუნელი „ნაპოლის’’ მაისურით ალბათ საუკეთესო სეზონს ატარებს. საიტის აზრით ის ასე კარგად ლუჩანო სპალეტის დროს, სკუდეტოს ისტორიულ სეზონშიც კი არ თამაშობდა.
„აძურის’’ გულშემატკივრები ბედნიერები არიან, რომ კონტემ ზაფხულში დაარწმუნა ანგისა „მარადონაზე’’ დარჩენილიყო და საუდის არაბეთში არ გამგზავრებულიყო. Areanapoli-ს აზრით ის სტანისლავ ლობოტკა და სკოტ მაკტომინეი იტალიასა და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარდაცვას ადუღაბებენ.
„ლა რეპუბლიკა’’ კი წერს, რომ „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კამერუნელ ვარსკვლავს დადასტურებული ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოიყენა თავისი ცალმხრივი უფლება და ფეხბურთელს ხელშეკრულების ვადა 2027 წლამდე გაუგრძელა. ცხადია, წერილში ხელფასის მომატებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ანგისას დღევანდელი გასამრჯელო წელიწადში 2 მილიონი ევროა. იტალიური მედია იმედს იტოვებს, რომ მხარეები მაინც შეხვდებიან და თანხის გაზრდაზე დაილაპარაკებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
