კამერუნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების პირველ ეტაპზე დღეს შინ მავრიტანიას, ხოლო 21 ნოემბერს სტუმრად ლიბიას ხვდება. კამერუნელთა შეკრებაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა „ნაპოლის” ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. მან თქვა:
„მე აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ეროვნული გმირი გავხდე. აქ სხვა გარემოა, „ნაპოლიში” — სხვა. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, არ გვაქვს იგივე მექანიზმები, ისეთივე მოედნები, არ ვთამაშობთ იმავე ფეხბურთს. ამიტომ, ნაკრებში თქვენ ვერ ნახავთ ისეთ ზამბოს, როგორსაც „ნაპოლიში” ხედავთ. მე ყოველთვის ასი პროცენტით ვიხარჯები. ხანდახან უკეთ ვთამაშობ, ხანდახან — უარესად. მთავარი ყველა ვარიანტში კამერუნის ნაკრებია. თუ ზამბო ცუდად თამაშობს, მაგრამ კამერუნი იგებს, მე ბედნიერი ვარ, ხოლო თუ ზამბო კარგად თამაშობს, კამერუნი კი მარცხდება — განვიცდი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
