რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო ხელახლა აირჩიეს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან თანამდებობიდან მოხსნა ნაკრების ბელგიელი მწვრთნელი მარკ ბრისი. ბრისს ბრალდებათა მთელი ნუსხა წაუყენეს, რომელთა შორის იყო ფეხბურთელების წაქეზება ― თითქოს მწვრთნელს სურდა მოთამაშეები ფედერაციას არ დამორჩილებოდნენ. კიდევ ერთი ბრალდება გახლდათ ფედერაციის შიგნით უცნობ პირებთან აქტიური თანამშრომლობა. ახსენეს თათბირებზე არ-დასწრება, საწვრთნელი პროგრამის გასაიდუმლოება,...
ჭდე: კამერუნის ნაკრები
ოსიმენი მეცხრე ცაზეა!
აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებას გამოთიშა. ორივე გოლი „ატალანტას” თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა — 36-ე და 90-ე წუთებზე. შედეგად, „სუპერარწივები” მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ზამბო ანგისა „ნაპოლის” დაუბრუნდება. მეოთხედფინალში ნიგერიის მეტოქე იქნება ანგოლა, რომელმაც 3:0 მოუგო ნამიბიას. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება. ნიგერიელებმა აფრიკის თასზე უკვე ზედიზედ...
ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ
ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება. ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება....
ზამბო: კამერუნი ნაპოლი არ არის
კამერუნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების პირველ ეტაპზე დღეს შინ მავრიტანიას, ხოლო 21 ნოემბერს სტუმრად ლიბიას ხვდება. კამერუნელთა შეკრებაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა „ნაპოლის” ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. მან თქვა: „მე აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ეროვნული გმირი გავხდე. აქ სხვა გარემოა, „ნაპოლიში” — სხვა. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, არ გვაქვს იგივე მექანიზმები, ისეთივე მოედნები, არ...
ჭყლეტა, სიკვდილი
ოფიციალური განცხადება ასეთია: კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, სტადიონ „ოლემბეზე“, კამერუნისა და კომორის კუნძულების ნაკრები გუნდების მატჩის დაწყების წინ, ჭყლეტაში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ეს გახლდათ აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური შეხვედრა, რომელიც ტრაგედიის მიუხედავად ჩატარდა და მასპინძელმა ნაკრებმა 2:1 მოიგო. კამერუნის ცენტრალური რეგიონის გუბერნატორმა ნასერი პოლ ბიამ თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს. „ჩვენ ჯერ...
ძუ ლომთა ღრიალი საფრანგეთში
აფრიკული ემოციებით აღსავსე გამოდგა ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ინგლისისა და კამერუნის ნაკრებებს შორის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენის „სტად დუ ენოზე” გაიმართა. ინგლისმა მოიგო 3:0, მაგრამ მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი გოლი კამერუნელმა გოგოებმა თავიანთი დაუფიქრებლობით გაუშვეს — მცველის დაგორებული ბურთი მეკარემ სიჩქარეში ხელით დაიჭირა. შესაბამისად, დაინიშნა თავისუფალი. მთელი კამერუნის გუნდი კარის ხაზზე...





