„ფენერბაჰჩეს“ 27 წლის ფრანგ ნახევარმცველს მატეო გენდუზის „ლიონის“ გულშემატკივრები და თანამშრომლები თავს დაესხნენ. მიზეზი: მისი გამაღიზიანებელი ზეიმი და გამომწვევი ქცევა.
„ფენერბაჰჩე“ და „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში სტამბოლში 1:1 დამთავრდა, მეორე კი საფრანგეთში თურქულმა გუნდმა 2:1 მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
გენდუზი ადრე ლიგა 1-ში, „მარსელში“ თამაშობდა, ამიტომ „ლიონთან“ ქიშპობა მისთვის ორგანულია. როგორც ამბობენ ოთხშაბათს, ჯერ კიდევ მოთელვის დროს მან ლიონელ გულშემატკივარს შუა თითი აჩვენა, ხოლო როდესაც ანგარში გახდა 2:0 „ფენერბაჰჩეს“ სასარგებლოდ შეაგინა კიდეც.

მატჩის დამთავრების შემდეგ გენდუზის გამაღიზიანებელი ზეიმი უკვე ჩვეულებრივმა სატელევიზიო კამერებმაც დააფიქსირა, რაც ეტყობა ადგილობრივებისთვის ბოლო წვეთი გამოდგა. ნახევარმცველის თანაგუნდელები, მათ შორის რომელუ ლუკაკუ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მეკარე ედერსონი მის გასარიდებლად გავარდნენ. ატყდა ჩხუბი.
გენდუზი ვერა და ვერ წყნარდებოდა. ყველაფრის მიუხედავად მუშტი კრივზე იწევდა. თანაგუნდელებმა ის ბოლოს და ბოლოს გაიყვანეს.
როგორც იტყობინებიან, „მარსელის“ ყოფილი მოთამაშე გასახდელშიც ხმაურობდა.
შეგახსენებთ, რომ „ფანაერბაჰჩეში“ თამაშობენ სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც: ნგოლო კანტე, მეისონ გრინვუდი, ნატან აკე და მარკო ასენსიო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
