რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია

Home ინტერვიუ რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია
რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია

Garcia: I want to win trophies with Napoli. We will be a tough team. The form, Lobotka and the push of the fans„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდს ახალი მწვრთნელი რუდი გარსია დაუნიშნა. გუშინ ფრანგი „კაპოდიმონტე მუზეუმში” ჟურნალისტების წინაშე წარდგა.

Andre Anguissa of SSC Napoli controls the ball on his chest during the Serie A match between SSC Napoli and UC Sampdoria at Stadio Diego Armando...„მე და პრეზიდენტ დე ლაურენტისს დიდი ამბიცია გვაქვს. მინდა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა გულთბილი შეხვედრისთვის და გასულ სეზონში მიღწეული წარმატება მივულოცო. ქალაქში უამრავი დროშა დავინახე და მივხვდი, რომ ქალაქი თავისი გუნდით ამაყობს. ჩემი მიზანია ეს მომავალშიც გამეორდეს. მე შეჯიბრებაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვერთვები. პრეზიდენტმა უმაღლესი მიზნები დამისახა. ბევრ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 15 წელი სჭირდება, მაგრამ მე ჯილდოების მოხვეჭაზე ვოცნებობ. 33-წლიანი უშედეგობის მერე სკუდეტოს მოგება ფანტასტიკურია. ვფიქრობ „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში ყოველ წელიწადს უნდა გამოდიოდეს, სერია A-ში კი ფავორიტი უნდა იყოს”, — თქვა გარსიამ.

Stanislav Lobotka of SSC Napoli in action during the Serie A match between SSC Napoli and UC Sampdoria at Stadio Diego Armando Maradona on June 4,...…სპალეტის მემკვიდრეობა? მე ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია. მაინტერესებს ფეხბურთელებთან შეხვედრა. ჩემპიონობა მათ საკუთარი თავის რწმენას შესძენდა, მაგრამ ახალი სეზონი ყოველთვის ნულიდან იწყება. მონდომების, საერთო მიზნისა და ოფლისღვრის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებმა მიღწეული წარმატებები უნდა დაივიწყონ. ის, რაც გასული სეზონიდან მომწონს, გუნდია. მე იქ ვხედავ მაღალი დონის ინდივიდუალისტებს, მაგრამ აგრეთვე დიდ კოლექტივს, რომელიც ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. პრეზიდენტმა ხარისხიანი შემადგენლობა დამახვედრა. ჩემს გუნდებს რა ახასიათებთ? ისინი უტევენ, ბურთის ფლობას ცდილობენ და სურთ მეტოქეზე ერთი გოლით მეტი გაიტანონ…

Hirving Lozano of SSC Napoli lifts the trophy as team mates celebrate following the Serie A match between SSC Napoli and UC Sampdoria at Stadio Diego...…იტალიაში დავბრუნდი და იმედი მაქვს, რომ ახლა ადრინდელთან შედარებით გამოცდილი რუდი გარსია ვარ. ერთი სული მაქვს, როდის შევისწავლი ქალაქს. მე აქ მაქსიმუმს გავიღებ…

…ყველა მწვრთნელმა, ვინც ჩემპიონი გუნდის ჩაბარებას თანხმდება, იცის, რომ ურთულეს ამოცანას ეჭიდება. მე აქ ყველაფრის რევოლუციურ გარდაქმნას არ ვაპირებ. შევხედოთ, რა შემადგენლობა გვეყოლება, იქნება თუ არა ის გასული სეზონის შემადგენლობის მსგავსი. 4-3-3 განლაგებით ორჯერ „ლილთან” ერთად მივაღწიე წარმატებას და ორჯერ „რომა” გავიყვანე მეორე ადგილზე. თუმცა, მწვრთნელს გუნდის ადაპტირება უნდა შეეძლოს. 4-3-3 ახლანდელი „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი სქემაა, მაგრამ თანამედროვე გუნდებს მატჩის მსვლელობის დროსაც კი უნდა შეეძლოთ გადაწყობა. ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ტაქტიკური კულტურა, მათ მეტოქისთვის სიურპრიზების მოწყობა შეეძლოთ. მე მჭირდება ჭკვიანი მოთამაშეები, რომელთაც ეცოდინებათ გეგმის მიღმა როგორ მოიგონ…

…ფეხბურთელები ჩემსავით მოტოვორებულები უნდა იყვნენ. ჩვენ უნდა გავხდეთ მებრძოლი გუნდი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც სულ იგებ, არის საშიშროება, რომ ჩამოგეძინება. „ნაპოლიში” მე ვხედავ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ გაიზარდონ. მე ვიმუშავებ მოთამაშეთა ჯგუფთან, რათა მათ ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნან…

…ანგისას კარგად ვიცნობ. „მარსელში” მისი დებიუტი ჩემს ხელში შედგა. ის ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს, თუმც ფიზიკურად ჩემთან შედარებით მთასავითაა. ძალიან მიხარია კვლავ რომ გადავიკვეთეთ. „მარსელიდან” წასვლის მერე ის ძალიან გაიზარდა. მან მოიარა ინგლისი, ესპანეთი, იტალია და ყველგან, როგორც მოედანზე ასევე გასახდელში დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან იცის, რომ ძველი ნაცნობობის გამო მეტს მოვთხოვ. მას კიდევ შეუძლია გაიზარდოს…

…ჩემს ხელში „ნაპოლი” იქნება მებრძოლი გუნდი განვითარების პერსპექტივით. აქ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ განვითარდნენ. ამ საქმეში ადრეც მიმიღწევია წარმატებისთვის და აქაც მივაღწევ…

…ლობოტკას მნიშვნელოვნება? მოედანზე ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის გუნდის ძალა ნახევარდაცვაშია. ცალკეულ მოთამაშეებზე არაფერს ვიტყვი. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები არიან, თანამედროვე ფეხბურთში კი ხუთი ცვლილებაა შესაძლებელი. ლობოტკა ფანტასტიკური ფეხბურთელია. მე იმედი მაქვს, რომ მეყოლებიან ნახევარმცველები, რომელთაც ბურთის ფლობა შეუძლიათ, მაგრამ იმავდროულად ისინი აქტიურები უნდა იყვნენ დაცვაში. დღეს ბევრ გუნდს ჰყავს სუპერვარსკვლავი, რომელიც ბურთით მუშაობს და კომპაქტურობის პრობლემებს ქმნის. ამ გუნდის ეშხი კი ის არის, რომ ბურთით თუ უბურთოდ ყველა წინ და უკან დარბის…

…დევიზი? მე მაქვს ჩემი პრინციპები და გუნდმა ისინი უნდა შეისისხლხორცოს: თავმდაბლობა, ამბიცია და შრომა. მეტოქესთან უპირატესობას რასაკვირველია ნიჭი იძლევა, მაგრამ მოედანზე თერთმეტი ფეხბურთელია, გუნდში კი ოცდახუთი. არიან დიდი მოთამაშეები, მაგრამ ახალგაზრდებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ძალიან მნიშვნელოვანია მაისურა, რომელიც გაცვია და გერბი, რომელიც მასზეა ამოქარგული. ისინი თაობიდან თაობას გადაეცემა…

…თანამშრომლები? კლუბში პროფესიონალები მუშაობენ. ზოგ მათგანს ვიცნობ. ჩემი მხრივ სამ ასისტენტს მოვიყვან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ შედეგს მიავღწევთ…