ჭდე: თელავი

Home თელავი
კახური არომატით
ჩანაწერი

კახური არომატით

13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც...

109 დღე
ჩანაწერი

109 დღე

კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
ჩანაწერი

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...