საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
სლოვაკი მცველი „თელავს“ ტირანას „პარტიზანიდან“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. იგი კახურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.
სლოვაკი მცველი „პარტიზანიმდე“, სამშობლოში „ზვოლენის“, „რუჟომბეროკის“, „სერედის“, „სპარტაკ ტრნავასა“ და „ზლატე მორავცეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რუჟომბეროკში“ ის სლოვაკეთის 2017/2018 წლების სეზონის თასის ფინალისტია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
