ბათუმი – პირველი და მეათე

Home დავთარი ბათუმი – პირველი და მეათე
ბათუმი – პირველი და მეათე

ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება.

ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და ქვეყნის რიგით მე-10 ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ თბილისის „დინამოს“ (18), ქუთაისის „ტორპედოს“ (4), თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ (2), ბოლნისის „სიონის“ (1), რუსთავის „მეტალურგის“ (2), „ზესტაფონის“ (2), გორის „დილას“ (1), „სამტრედიასა“ (1) და თბილისის „საბურთალოს“ (1) შემდეგ.

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებასაინტერესოა, რომ ბათუმელები ეროვნულ ლიგაში 2018 წელს დაბრუნდნენ. მომდევნო 2019 და 2020 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს, 2021-ში კი იპირველეს. ეს წარმატება დიდწილად კლუბში პრეზიდენტად სამშენებლო კომპანიების მფლობელ არჩილ ბერიძის მისვლას უკავშირდება.

ბათუმელებმა ბოლო ტურში გორის „დილასთან“ ითამაშეს (2:2, ამ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა) და საკუთარი მაყურებლის წინაშე აღმართეს საქართველოს ჩემპიონის ფარი. მეორე დღეს კი ქალაქის ქუჩებში ღია ავტობუსით საზეიმო მსვლელობა მოაწყეს, რაც ასევე სიახლე გახლდათ.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულებაგია გეგუჩაძემ ქვეყნის მესამე გუნდს მოაპოვებინა ჩემპიონობა (ბათუმამდე „ზესტაფონს“ და „დინამო“ თბილისს). თამაშის შემდეგ კუთვნილი ოქროს მედალი კი ადგილობრივ ქომგებს – „პირატებს” გადასცა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულებამათი დამსახურება მართლაც უდიდესია გუნდის წარმატებაში. თანაც ქართულ სინამდვილეში განსხვავებულ, აქმდე არნახულ გულშემატკივრობის კულტურას ამკვიდრებენ, რამაც მეტი ფერები შესძინა ტურნირს.

ბათუმელები გასულ სეზონში შინ არ დამარცხებულან და ყველაზე მეტი – 73 გოლი გაიტანეს. მათმა მეკარემ, ლაზარე ლუპატაძემ კი სეზონის განმავლობაში კარი „მშრალად“ ყველაზე ხშირად – 16-ჯერ შეინახა.

კიდევ, თბილისის „დინამომ“ ბოლო ტურში „ლოკომოტივს“ 3:2 მოუგო, ეს დინამოელთა მე-700 გამარჯვება გახლდათ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.

„საბურთალომ“ შინ „სამტრედია“ 5:1 გაანადგურა. ეს საბურთალოელების, რომლებიც ქვეყნის უძლიერესთა შორის 2015 წლიდან ასპარეზობენ, 150-ე გამარჯვება გახლდათ

ჩემპიონატის მთავარმეგოლე დინამოელთა 28  წლის სერბი შემტევი, ზორან მარუშიჩი გახდა. მან  13 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საბოლოო ცხრილი

[table id=33 /]

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 16, გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური (ორივე – ბათუმი) 13, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 12, სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 11, გიორგი გაბედავა (დინამო), თორნიკე კაპანაძე (დილა) – 10

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.