ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და ქვეყნის რიგით მე-10 ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ თბილისის „დინამოს“ (18), ქუთაისის „ტორპედოს“ (4), თბილისის „ვიტ ჯორჯიას“...
