„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „ბათუმი“ ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ 32-ე ტურში ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „ბათუმმა“ „გაგრას“ 3:0, ხოლო „დინამომ“ „თელავს“ 4:0 მოუგო. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. ეს სერბი შემტევის მეორე ორგოლაა სეზონში.
კიდევ ერთი დუბლი გორელმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეასრულა „შუქურა“ – „დილას“ მატჩში. თანაც ეს ამბავი ხუთი წუთის ინტერვალში მოხდა.
„დილა“ ვახსენეთ და თუ ჩემპიონის ვინაობა თითქმის გარკვეულია, მესამე, ანუ ევროადგილისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, ბოლო ტურამდე გაგრძელდება. გუნდები („ტორპედო,“ „დილა,“ „საბურთალო“) ქულა-ქულაში მისდევენ ერთმანეთს და ყოველმა სათამაშო დღემ შესაძლოა შეცვალოს ვითარება.
თუ „შუქურას“ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით გაურკვევლობაა ცხრილის ქვედა ნაწილშიც.
კიდევ ერთი, „ტორპედოს“ და „სამგურალს“ ერთმანეთისთვის გოლები არ გაუტანიათ, მაგრამ მსაჯმა, კოტე გიორგაძემ, ორივე გუნდის ფეხბურთელებს 11 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.
საბურთალო 0:0 სამტრედია
ტორპედო 0:0 სამგურალი
გაძევება: გიგაური (90+6) – ტორპედო
ბათუმი 3:0 გაგრა
1:0 ბიძინაშვილი (7), 2:0 ფაცაცია (71), 3:0 ფლამარიონი (87)
86-ე წუთზე ფლამარიონმა ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: ნემსაძე (90+2) – გაგრა
შუქურა 1:2 დილა
0:1 გაფრინდაშვილი (14), 1:1 ალეკო ანანიძე (17), 1:2 გაფრინდაშვილი (19)
დინამო 4:0 თელავი
1:0 კამარა (11), 2:0 ხარაიშვილი (49), 3:0, 4:0 მარუშიჩი (83 პენ, 90+1)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
| დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
| ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
| დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
| სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
| საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
| გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
| თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
| სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
| შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ულად-ომარ იმრანი (დინამო/ აპოელი ბეერ შევა ისრაელი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 13, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), უსმანე კამარა (დინამო) – 12, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შეიკნე სილა (საბურთალო) – 11
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
