ჭდე: ანსუ ფატი

Home ანსუ ფატი
კი მაგრამ, კვარაცხელია?
ჩანაწერი

კი მაგრამ, კვარაცხელია?

ინგლისურმა „სანმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ვუნდერკინდები „მომავალი ნეიმარით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნე გაბრიელ ვერონითა და ინგლისის იმედით, ჯუდ ბილინგემით დამთავრებული”. თავშივე ვიტყვით, ჩვენი აზრით ტაბლოიდი შეცდა, როდესაც თერთმეტ ამომავალ ვარსკვლავს შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა. თავად განსაჯეთ, ჩამონათვალში, სადაც „სანის” აზრით არიან ის ჭაბუკები, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ და ზოგი მათგანი ადრე...

მესამე ოპერაცია?
ჩანაწერი

მესამე ოპერაცია?

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის. ფატის მენისკის პრობლემა აქვს. ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს...

ჩანაწერი

კუმანი მესის, ანსუს, პედრის და კორონას შესახებ

„ბარსელონას” ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რონალდ კუმანმა „კამპ ნოუზე” გატარებული პირველი თვეები შეაჯამა. მან ილაპარაკა ლეო მესიზე, „ბლაუგრანას” ახალგაზრდებზე, რომელთაც ბოლოხანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და covid 19-ის გავლენაზე. „ყველაზე ძნელი შინ თამაშია, რადგან უზარმაზარი სტადიონი სრულიად ცარიელია, ერთი გულშემატკივარიც კი არ ზის, — თქვა მან, — ამის შეგუება ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ. შეიძლება პანდემიამ უმაყურებლო ფეხბურთს მეტ-ნაკლებად...

ფატი გაჩერდა
ჩანაწერი

ფატი გაჩერდა

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს. არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი...

პატარები და მაგრები
ჩანაწერი

პატარები და მაგრები

რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი  19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა....

დღეს ანსუ ფატის დღეობაა…
ჩანაწერი

დღეს ანსუ ფატის დღეობაა…

„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად. „მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების...

კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს
ჩანაწერი

კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს

ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა....

ბიჭების ოცეული მზადაა
ჩანაწერი

ბიჭების ოცეული მზადაა

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან...

ქალაქი მეტია ვიდრე კლუბი?
ჩანაწერი

ქალაქი მეტია ვიდრე კლუბი?

„როდესაც ანსუ მირბის, მასში არის რაღაც გაზელის. ის ჰგავს ახალგაზრდა, შავ, ქუჩის ნარკომოვაჭრეს პასეიჯ დე გრასიაზე რომ გარბის, ვიღაც კი ეძახის „წყალი”, „წყალი”, რაც გაფრთხილებაა და იმას ნიშნავს, რომ პოლიცია უახლოვდება. ეს არის ჯუნგლები ქალაქის გულში. ეს დღეს არ დაწყებულა, რადგან ბარსელონის მერისთვის ადა კოლაუსთვის დამნაშავე პოლიციაა და არა ქუჩის ნარკომოვაჭრეები, რომელთაც გაქცევა აღარ სჭირდებათ....

ბურთის ფლობა გოლი არ არის
ჩანაწერი

ბურთის ფლობა გოლი არ არის

ესპანეთი უკრაინაში 0:1 დამარცხდა. ეს იყო იბერიელთა პირველი წაგება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22 წლის კიევის დინამოელმა ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანა. ნახევარმცველმა 76-ე წუთზე შეაგდო. თამაში ორი სიტყვით შეიძლება ასე შეფასდეს: ლუის ენრიკეს გუნდი იმიტომ დაისაჯა, რომ მის ხელთ არსებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, გოლი ვერ შეაგდო. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის თამაში....