„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი.
ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად.
„მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების კონცენტრაციაზე უნდა იმუშაოს. საქმე ისაა, რომ ხანდახან ის კონცენტრაციას ტექნიკის კი არა, კონცენტრაციის ნაკლებობის გამო კარგავს.
ანსუ დიდი ტალანტია. ის მართლა ძლიერი ფეხბურთელია და ამიტომაც ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, ვასწავლოთ უკეთ თამაში. ამისათვის კი შეხვედრის მსვლელობისას ყურადღების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო”.
კუმანის აზრით ფატის შეუძლია ეს კომპონენტი თანაგუნდელი პედრისგან ისწავლოს. მართალია პედრი მასზე ერთი თვით უმცროსია, მაგრამ კონცენტრაციაში ბადალი არ ჰყავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
